ამ წუთებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ შემოქმედში იმყოფება.
პრემიერმა სტიქიის ზონა და ბჟუჟის სანაპირო მოინახულა. ასევე, ერთ-ერთი დაზარალებულის, ნატო გუდავაძის ოჯახი.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელიც სტიქიის შედეგად დაზარალდა, კომპენსაციას მიიღებს და ამისთვის უკვე გამოყოფილია 6 მილიონი ლარი.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხი არ მივატოვოთ", _ განაცხადა პრემიერმა.
დაწვრილებით ინფორმაციას პრემიერის გურიაში ვიზიტის შესახებ და ფოტორეპორტაჟს „გურია ნიუსი“ რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.