_ 2015 წლის ბიუჯეტი არის ორიენტირებული ადამიანზე, სოციალური მიმართულებები გამოკვეთილი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, სოციალური დანახარჯები მილიარდზე მეტით გაიზარდა
_ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობას წლების განმავლობაში დაგროვილი მძიმე პრობლემები მოვუგვაროთ. მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო აქტიურად იმუშავებს პარლამენტთან, რათა ბიუჯეტი მაქსიმალურად გამართული და ეფექტიანი იყოს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილს ასევე კითხვა დაუსვეს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამგზავრებასთან დაკავშირებით. პრემიერმა აღნიშნა, რომ "ჭორაობისთვის არ სცალია“.
_ მე აქ საქმეზე ჩამოვედი და თქვენი ჭორაობისთვის არ მცალია, _ განაცხადა ღარიბაშვილმა.