28 სექტემბერს, ლანჩხუთის რეგიონული ორგანიზაციის _ "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" ორგანიზებით, გახორციელდა პროექტი "ჩვენ ყველგან ვართ", რაშიც ქალთა კლუბს პოლონეთის მთავრობა დაეხმარა.
ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდამჭერები იყვნენ: "გამარჯვებულ ქალთა კლუბი", პოლონეთის საელჩო, კომპანია "მარიგოლდი", ეროვნული სკრინინგ-ცენტრი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.
ღონისძიების ფარგლებში ჯიხეთის დედათა მონასტერში მოეწყო ფოტოსესია, რომელშიც მონაწილეობდნენ "მარიგოლდის" მოდელები და " გამარჯვებულ ქალთა კლუბის" წევრები. შემდეგ კი მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი.