https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ბერა”, “რქა” და “ტაისონის მუშტი” დამლევს ელოდება

9:10; 2.10.2014
ხელგარჯილობა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჯემალ ჭიღლაძე ვაზსა და ქართულ ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცია. იგი საჩხერეში, სოფელ ორღულში ცხოვრობს და ხეზე კვეთის ხელოვნებას საკუთარი გადმოსახედიდან ასე აფასებს _ მთავარია, გქონდეს ნიჭი, პატარა დანა _ "ჯაყვა" და ელექტრობურღი. ასე შექმნილმა ხელოვნების ნიმუშებმა შეიძლება არა თუ საჩხერეში, მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში ბევრი ოჯახი დაამშვენოს.

_ ჩემი სამუშაო იარაღია პატარა სანამყენე დანა _ "ჯაყვა", ელექტრობურღი, ზუმფარა ანუ "შკურკა" და მისი ჯანი… მორჩა! მეტი არაფერი მჭირდება. ასე ვაკეთებ ამ სხვადასხვა ორიგინალურ ნივთს, უმეტესად კი სასმისებს. ქართველი კაცის სული და გული ხომ ვაზის ძირში და მის ირგვლივ ტრიალებს. ჩემი სიყვარულის აზრიც ეს არის. ისე, გვიან დავიწყე ხეზე კვეთა, 45 წლის ასაკში; ახლა 65 -ის ვარ და ამით სულიერ კმაყოფილებას ვგრძნობ. ერთ ნამუშევარს რომ დავასრულებ, ერთი წლის სიცოცხლე მაინც მემატება, ისეთ სითბოსა და ენერგიას ვგრძნობ… იქნებ, მე მეჩვენება, მაგრამ ასეა და რა ვიცი… _ გვესაუბრება მორიდებით და დინჯად, თითქოს ბოდიშს იხდისო.

არაერთხელ იმეორებს, რომ თვითნასწავლი ოსტატია და იქნებ, ამ ნამუშევრებში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ხელოვნების სტანდარტს შეეფერება, თუმცა… "რქა", "ტაისონის მუშტი", "ბერა", "ფესვი", "მტევანი", "ხელი" , "ლომის ხახა", "ორბის თავი" დამლევს ელოდება. ეს ხომ ის სასმისებია, რომელთა გაყიდვას ან გაჩუქებას ბატონი ჯემალი ცოცხალი თავით არ აპირებს, მიუხედავად ბუზებივით დახვეული მთხოვნელებისა. როგორც თვითონ ამბობს, იშვიათად ჰყიდის, საჩუქრადაც ნაკლებად იმეტებს, რადგან საკუთარი ნამუშევრები შვილებივით მიაჩნია და ჰგონია, თუ ბევრს გააჩუქებს ან გაყიდის, რაღაც ენერგიას წაიღებენ მისგან და მერე მუშაობას ვეღარ შეძლებს. რამდენჯერმე კი გაყიდა როგორც უცხოელებზე, ისე აქაურებზეც და უხარია, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არა ერთ ოჯახშია მისი ნამუშევარი. რამდენიმე ნიმუშის გაყიდვას პერევის ნაციონალური სამზარეულოს ფესტივალზეც აპირებს _ თითოეულის ფასი 600 ლარია…

ჯემალ ჭიღლაძის ნამუშევრების კოლექცია ძირითადად სასმისებისგან შედგება, თუმცა, აქ საყვავილეებსა და სახილეებსაც შეხვდებით. არის სხვა დასახელების ნივთებიც, სასმისების ნაირსახეობებს თვლა არ აქვს. ზოგჯერ ხის ფესვს, ტოტს, ვარჯს აქვს ისეთი ფორმა, რომელსაც ბუნება აწვდის თავად. ასე იკვეთება ხელოვნების ნიმუშები, რაშიც ხშირად 600, 1000 ლარს სთავაზობენ, მაგრამ უმეტესად არ ჰყიდის. ხვეწნა არ ჭრის, "არას" რომ იტყვის, აღარ უნდა ეცადო დაყოლიება.

ჩვენს მასპინძელს, როგორც თვითონ ყვება, სამუშაო მასალის საძებრად შორს წასვლა არ სჭირდება. ძირითადად კაკლის, წაბლის და ცაცხვის მერქანს იყენებს, რომელთა უმრავლესობა საკუთარ კარმიდამოში ან უახლოეს ტყეებში მოიპოვება.

_ხშირად ახალი ხის მოჭრა მენანება. საშეშე ან თავისით გამხმარი ხე თუ წაიქცევა, ვაკვირდები. ბუნების დაზარალება არ მინდა და ვცდილობ, უკვე უვარგისი მასალისგან რაღაც ვარგისი მოვძებნო და ხელოვნების ნიმუშად ვაქციო. ხან სადღაც მიგდებული ხის ფესვის თუ ტოტის ნაწილი ისეთი ფორმისაა, მხოლოდ გაწმენდა, ოდნავ დამუშავება, მერე ლაქის წასმა სჭირდება და უკვე მზადაა! მეუბნებიან, როგორ ვიგონებ ასეთ ფორმებს, თუმცა, უმეტესად ამის ახსნა და გადმოცემა არ შემიძლია. ეს კია, ბუნება მეხმარება, რაღაცა რაღაცას ჰგავს, მერე მე ვეხმარები ფორმირებაში და ასე ჩნდება ეს ჩემი ნამუშევრები, _ სათითაოდ გვაჩვენებს სასმისებს და ერთ წყვილ ფეხიან კათხას, რომელსაც ყვავილის ფიგურა აქვს, ხელში იღებს. სასმისის მუხლთან ხისავე ასოებით გამოჩუქურთმებულია ასოები და "ბერა" იკითხება.

_ ძალიან მინდა, ეს წყვილი სასმისი ბერა ივანიშვილს ვაჩუქო. საჩხერელია ბიძინა ივანიშვილი და მსურს, ჩემგან, სიყვარულის ნიშნად, მის ვაჟს ეს გადავცე, თუმცა ძნელია, მიუდგე… მე მხოლოდ ვაჩუქო მინდა, რაიმეს კი არ ვითხოვ. ერთხელ მიხეილ სააკაშვილს ჩემი გაკეთებული ხანჯალი და ხეზე ამოტვიფრული საქართველოს რუკა ვაჩუქე, საათი იყო შიგ ჩასმული. სიმბოლურად გავაკეთე. გახსოვთ, რომ ამბობდა საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს დავუბრუნებო… საათიც სიმბოლურად ჩავსვი იმ ნამუშევარში, დროის ფაქტორს გავუსვი ხაზი, თუმცა, მერე რუსები აგერ, პერევთან მოვიდნენ და ახლა ცხვირწინ ტრიალებენ… _ სახე ეღრუბლება ბატონ ჯემალს, _ მე ამ საჩუქრებით ვინმეს რაიმეს კი არ ვთხოვ და ვავალებ, უბრალოდ, ჩემი ქვეყნის კარგად ყოფნა მინდა, ქვეყნის ხელისუფლების კარგად ყოფნა მინდა, რომ რაიმე უშველონ საქართველოს… ღმერთი დიდია, იმედით უნდა ვიყო, _ ტკივილიანია მისი ხმა.

_ ბატონო ჯემალ, როცა ასეთ დონეზე ხართ დაუფლებული ხეზე კვეთის ხელოვნებას, არ გიცდიათ, საკუთარი საამქრო ან მინი საწარმო გაგეხსნათ და რაღაც ფორმით მცირე ბიზნესის კეთება დაგეწყოთ?

_ არავითარ შემთხვევაში. ჯერ ერთი, რასაც ვაკეთებ, ის ერთი და განუმეორებელია. ორ ერთნაირ ნივთს მე არ ვაკეთებ. გარდა ამისა, ჩემი თვალით დანახული ფორმა თუ რომელიმე სახის ნივთის გამოჩუქურთმება, მხოლოდ ჩემი "ჯაყვითა" და "დრელით" უნდა მოხდეს! მე ასე მინდა, არავითარი ჩარხები და ტექნიკა! ფულის და გამდიდრების მაძიებელი კაცი არ ვარ! ვერც ერთი ეს ისეთ სიამოვნებას ვერ მომანიჭებს, რასაც ჩემი ხელით ნაკეთი ნამუშევრები მგვრიან! ვაზის ქვეყანა ვართ, ვენახის ძირში დავიბადეთ და რაღაც იმ ფესვიდან მომყვება და მკარნახობს, როდის რას მოვკიდო ხელი. ხანდახან კი ვყიდი, ცოტა ფული რომ დამჭირდება. მაინც რამდენი უნდა მომცენ, რომ ჩემი "ჯაყვით" შექმნილი ნამუშევრები გავიმეტო? _ ხელში სათითაოდ იღებს სასმისებს.

ბატონი ჯემალი ამბობს, რომ ეს ყველაფერი უდიდეს შრომას მოითხოვს და თითოეულს ხან მთელი თვე უკირკიტებს.

შვილებითა და შვილიშვილებით მდიდარია. "ბერა" სასმისიც ერთი მათგანისთვის გაუტანებია, თურმე, ივანიშვილებთან: _ საჩხერეში როცა იყვნენ, ბავშვს ვუთხარი, ბაბუ, წაიღე, იქნებ, მიუახლოვდე საიდანმე და აჩუქე, როგორმე,-მეთქი, თუმცა, მოღუშული დაბრუნდა უკან, ვერ მოვახერხე მიახლოებაო, მითხრა.

ჯემალ ჭიღლაძე ახლა კაკლის მერქნისგან არწივის შექმნაზე მუშაობს. ამბობს, რომ საკმაო დრო დასჭირდება _ არაა ადვილი ეგ საქმეო! კითხვაზე, ამჯერად ხელისუფლების რომელიმე პირველი პირის დასაჩუქრებას ხომ არ აპირებს იმ "არწივით", რომელიც ჯერ კიდევ უსულო მერქანია და ოსტატის ხელმა უნდა "გააცოცხლოს" ან ეს არწივი დაჭრილი ხომ არ არის _ ბატონი ჯემალი ჩვეულებრივზე ოდნავ ხმადაბლა ამბობს: _ რა ვიცი, თუ ვინმე ღირსი მოვა, არ დავინანებ… ისე კი დაჭრილ არწივს მე ვერ დაგანახებთ, ეს მხოლოდ დიდ ვაჟას ხელეწიფებოდა!

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ხელგარჯილობა

ქარგული ნაძვის ხე

16:01; 6 იანვარი, 2016
ხელგარჯილობა

რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ რემონტის დროს

19:11; 26 ნოემბერი, 2015
ხელგარჯილობა

დოქის საყვავილე

15:09; 8 სექტემბერი, 2015
ხელგარჯილობა

მოვუაროთ ხეხილს

11:06; 1 ივნისი, 2015
ხელგარჯილობა

ტბორის მოწყობის მარტივი ხერხი

11:06; 1 ივნისი, 2015

პომიდვრისა და ბულგარული წიწაკის სიკეთე

თურქეთის მოქალაქე ბრალდებული მართლმადიდებლად მოინათლა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„მსოფლიოს მართავს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ რეალპოლიტიკა“

17:26; 17.01.2026
საზოგადოება

„საკრებულოს თითოეული წევრი, გაცილებით მეტს აკეთებთ და მნიშვნელოვანია ამ ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება“

16:14; 17.01.2026
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

15:28; 17.01.2026
საზოგადოება

„სახალხო მოამბე“ ამჯერად ოზურგეთს სტუმრობს

14:51; 17.01.2026
ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
სამართალი

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრს, რომლებიც არასრულწლოვნებს აწამებდნენ, ბრალი წარედგინათ

13:12; 17.01.2026
საზოგადოება

მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს

12:32; 17.01.2026
სამართალი

ავარიას 17 წლის გოგო ემსხვერპლა

12:28; 17.01.2026
სამართალი

კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

12:23; 17.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს

12:09; 17.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 20 იანვრამდე საქართველოში

11:02; 17.01.2026
ზაფრანი

ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები

10:59; 17.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების მთავარი ღირსებები

10:57; 17.01.2026
ზაფრანი

როგორი სიყვარულით გაჯილდოებენ ვარსკვლავები

10:53; 17.01.2026
ზაფრანი

როგორი სიყვარულით გაჯილდოებენ ვარსკვლავები

10:47; 17.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო