ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო კომისია უკვე შექმნილია. კომისიის თავმჯდომარედ გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერია დაინიშნა.
კომისიის შემადგენლობა ასე გამოიყურება: თეა უჯმაჯურიძე _ გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; მარინე ბერაძე _ საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრი; ანი ჩუბინიძე _ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი; მაგული კუნჭულია _ საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, კომისიის წევრი.
ტესტირების მეთოდიკა, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის N73 ბრძანების თანხმად, უკვე ცნობილია. ტესტი ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი ნაწილი მიმართულია მონაწილის ცოდნის შესაფასებლად, ხოლო მეორე ნაწილი ემსახურება უნარ-ჩვევების დადგენას.
ტესტების ნიმუშებში ყველა იმ საკითხზეა ყურადღება გამახვილებული, რომელიც საჯარო მოსამსახურემ მართლაც უნდა იცოდეს და ბევრჯერ ჩატარებული გამოკითხვის დროს გაირკვა, რომ უმრავლესობამ არ იცის.
კონკურსი დეკემბრის ბოლომდე უნდა ჩატარდეს.