შეხვდება თუ არა რეგიიონულ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილი, დღეს საღამოს გახდება ცნობილი. როგორც “გურია ნიუსს” ივანიშვილის პრესამსახურში განუცხადეს, ამ კითხვაზე პასუხს დღის ბოლო მოგვაწვდიან.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა თავის მიმართვაში ჟურნალისტებთან შეხვედრის და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის სურვილი გამოთქვა, თუმცა, ცნობილ ბიზნესმენს ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან გეგმავს შეხვედრას. ამ დრომდე არც შეხვედრის დრო, არც ფორმატი და არც ადგილია ცნობილი.