გუშინ, პარიზის ცენტრში, ბლანშეს მოედანზე მდებარე სახელგანთქმულ კაბარე "მულენ რუჟს" დაარსებიდან 125 წელი შეუსრულდა.
1889 წლის 5 ოქტომბერს, ვინმე ჟოზეფ ოლერმა და მისმა კომპანიონმა შარლ ზიდერმა გახსნეს კაბარე პარიზის ცენტრში. ეს ღონისძიება დაემთხვა პარიზში მსოფლიო ექსპოზიციისა და ეიფელის კოშკის გახსნას.
1915 წელს მულენ რუჟი დაიწვა, მაგრამ 1922 წელს კვლავ აღადგინეს. ამის შემდეგ აქ დგამდნენ რევიუებს და ოპერეტებს. ასევე ხანდახან კაბარეს იყენებდნენ როგორც კინოთეატრს. მეორე მსოფლიო ომის წლებში "მულენ რუჟის" საქმიანობა შეჩერებული იყო, მაგრამ ომის შემდეგ კაბარე კვლავ განახლდა.
რიგით მსახიობების გარდა "მულენ რუჟში” თავის დროზე გამოდიოდნენ ფრანგული ესტრადის მომღერლები შარლ ტრენე და შარლ აზნავური.1964 წელს სცენაზე ააშენეს გიგანტური აკვარიუმი რომელშიც ცურავდნენ შიშველი მოცეკვავეები.
1990 წლებში "მულენ რუჟი" განიცდიდა ფინანსურ პრობლემებს, მაგრამ ბაზ ლურმანის ფილმი "მულენ რუჟის”(2001) დიდ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ კაბარემ კვლავ დაიბრუნა ძველი დიდება. დღესდღეობით "მულენ რუჟი" პარიზის ერთერთ სიმბოლოდ ითვლება.