ქალაქ ოზურგეთში, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლასთან, სასწავლო პროცესის დაწყებამდე და დასრულების დროს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფენ.
"როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ, ჩვენი სკოლის წინ დაგებული ბორცვები აიღეს და მოვითხოვეთ, რომ ქალაქის მერიას და საპატრულო პოლიციას, ამ საკითხის გადაჭრამდე მოეგვარებინა ბავშვების უსაფრთხო გადაადგილება.
გურიის საპატრულო პოლიციის უფროსი იმყოფებოდა ჩვენთან და გვითხრა, რომ სანამ ამ ადგილზე შუქნიშნები დამონტაჟდება, ისინი უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ მოსწავლეების გადაადგილებას", _ გვითხრა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის დირექტორმა, ნინო გოგეშვილმა.