აჭარისა და გურიის რეგიონებიდან, ვილნიუსში (ლიტვა), ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა.
კონკრეტულად, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსი ვასილ ხომერიკი ამბობს, გურიიდან ლიტვაში 7 ექიმი გაემგზავრა.
"ლიტვაში, არასამთავრობო ორგანიზაცა "ახალი იდეას" ინიციატივით და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ვიყავით. ვიზიტი პროექტი "საქართველოს გურიისა და აჭარის რეგიონების ჯანდაცვის დაწესებულებების განვითარება კარდიოლოგიის დარგში" ფარგლებში შედგა.
საინტერსო და მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა. ხუთი დღის განმავლობაში, ლიტვის საუნივერსიტეტო-სამედიცინო ცენტრში ვიმყოფებოდით, სადაც კარდიოლოგიის დარგში, ახალ მიღწევებზე და ინოვაციებზე გვქონდა საუბარი.
ლიტველი კოლეგები აჭარაში და გურიაში გეგმავენ ჩამოსვლას, სადაც მედიკოსებისთვის სპეციალურ კურსებს ჩაატარებენ.
შეხვედრის დასასრულს ექიმებს სერთიფიკატები გადმოგვცეს", _ გვითხრა ვასილ ხომერიკმა.