ტაკიძის სასამართლო პროცესი, რომელიც, დღეს, 13 ოქტომბერს, იყო ჩანიშნული, კვლავ გადაიდო. ამ ეტაპზე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შემდეგი სხდომა 27 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის გია ტაკიძის ადვოკატები პრესასთან კომენტარს არ აკეთებს: _ არანაირ კომენტარს არ ვაკეთებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. შეგიძლიათ. გია ტაკიძის ოჯახის წევრებს გაესაუბროთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება რამე კომენატრები გავაკეთოთ პრესასთან _ გვითხრა ტაკიძის ორმა ადვოკატმა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მოწმის სტატუსით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი უნდა გამოსულიყო.