რამდენიმე დღის წინ პოპულარულმა გამოცემამ _ „USA Today” საკუთარ მკითხველებს შორის საინტერესო გამოკითხვა მოაწყო _ ამერიკელმა კინოს მოყვარულებმა საკუთარი პრეზიდენტი აირჩიეს იმ მსახიობებში, რომლებსაც ოდესმე თეთრი სახლის მეთაურის როლი უთამაშია.
კონკურენციის გარეშე აღმოჩნდა ცნობილი მსახიობი ჰარისონ ფორდი _ კენჭისყრის შედეგად მან თანამემამულეთა ხმების 24 პროცენტი დააგროვა. ფორდმა მთავარი როლი ითამაშა 1997 წელს შექმნილ სურათში “პრეზიდენტის თვითმფრინავი”.
მეორე პოზიცია დაიკავა ჰარისონ ფორდის აფროამერიკელმა კოლეგამ მორგან ფრიმენმა. მან სახელმწიფოს მეთაური განასახიერა 1998 წელს გადაღებულ ფილმში “უფსკრულთან შეჯახება”. ფრიმენს თავისი ხმა მიაკუთვნა მაყურებელთა 16-მა პროცენტმა.
საპატიო მესამე ადგილი მაიკლ დუგლასმა დაიმსახურა, რომანტიკულ კომედიაში “ამერიკის პრეზიდენტი” _ მსახიობმა გამოკითხულთა 15 პროცენტი მიიღო.