რამდენიმე საათის წინ, ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ "AS” გაავრცელა ცნობა, რომ პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო "ნისლიანი ალბიონზე" დაბრუნებას აპირებს.
ცნობილი გახდა, რომ სამი დღის წინ ფეხბურთელს სერ ალექს ფერგიუსონმა დაურეკა და მანჩესტერულ კლუბში თამაში შესთავაზა. კულუარული ინფორმაციით, პორტუგალიელს მოგვიანებით "იუნაიტედის" ამჟამინდელი თავკაცი ლუის ვან გაალიც ესაუბრა.
ორი დღის წინ "სამეფო გუნდის" ხელმძღვანელობამ სპეციალური პრეს-კონფერენცია მოიწვია და რონალდოს "რეალიდან" სავარაუდო აბარგებას ესპანელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული მორიგი ჭორი უწოდა.
დღეს გამოცემა "AS”-ს " მანჩსტერ იუნაიტედის" კარის დარაჯი დავიდ დე ჰეა ესაუბრა. მეკარემ აღნიშნა, რომ ბრიტანული გუნდის ახალწვეული ანხელ დი მარია ყოველ ღონეს ხმარობს, რომ რონალდო ადრინდელ კლუბში დააბრუნოს.
თავად ფეხბურთელი ამ თემაზე საჯაროდ საუბრისაგან თავს იკავებს. ცნობილია რომ პორტუგალიელს დიდ ბრიტანეთში დაბრუნება კი სურს, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმისაგან, ჯერჯერობით თავს, იკავებს. დავიდ დე ჰეას თუ დავუჯერებთ, მომავალი წლის ზაფხულში რონალდო მანჩესტერული კლუბის მაისურს მოირგებს.
კრისტიანო რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედში" 2003-2009 წლებში ასპარეზობდა. ამ კლუბში 196 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ ანგარიშზე 84 გატანილი ბურთი მიითვალა.