https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ირინა ღამბაშიძე: “ძვირადღირებული კვლევები არ ჩატარებულა, ვიცოდით, რომ ოქრო იყო”

17:10; 8.10.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

 "პირველად  საყდრისში 2004 წელს მივედით. პროექტი საქართველოში ოქროს მოპოვებისა და მისი გადამუშავების პრობლემების შესწავლას ითვალისწინებდა.  როდესაც გეოლოგებმა აქ მოგვიყვანეს, გვაჩვენეს გვირაბები. იყო შესაძლებლობა, გვენახა გადაჭრილი თანამედროვე გვირაბები ანუ დაზიანებული ძველი გვირაბები.   მაშინ საყდრისის მთა  ტყით იყო დაფარული და ზევიდან არაფერი არ ჩანდა. ამის გამო არქეოლოგები ნაკლებად შეძლებდნენ რამეს პოვნას." _ აცხადებს "გურია  ნიუსთან"  საუბრისას საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი, საყდრისში ქართულ-გერმანული ექსპედიციის მონაწილე, არქეოლოგი ირინა ღამბაშიძე.

ის თვლის, რომ საყდრისი უძველესი ძეგლია და იქ არანაირი სამუშაოების ჩატარება არ შეიძლება. რა არგუმენტები მოჰყავს ირინა ღამბაშიძეს ამის დასადასტურებლად, მისი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელსაც შინაარსის შეუცვლელად გთავაზობთ.

"როგორც კი შევედით მიწისქვეშ გვირაბში, რომელიც თანამედროვე გვირაბია, ვნახეთ როგორ არის 3 ძველი გვირაბი გადაჭრილი. გვირაბებს, რომელიც უძველესი დროის არის, ძარღვები ამოღებული აქვს. ნახშირები იყო… ანუ ნარჩენები, რასაც ჩვენ კულტურულ ფენას ვეძახით შევსებული იყო. აქედან ავიღეთ ნახშირის სინჯი, თუ რა პერიოდის იყო. ამ გვირაბში, იქვე კერამიკის ნატეხი ეყარა, რაც ადასტურებდა იმას, რომ ეს იყო მესამე ათასწლეულის. ეს არის ძალიან სფეციფიური. თავისი მახასიათებლები აქვს. იმიტომ რომ, ვისაც  ოდესმე ჭერია კორაქსული კერამიკა, არ არსებობს შეეშალოს სხვა პერიოდის კერამიკასთან, რომელიც არის ხელით ნაპრიალები და ორფერა კერამიკა. შიდა ფერები დევს. ძირითადად წითელი და შავი.  ჩვენთვის ეს იყო გამაოცებელი, რადგან, ჩვენ ვიდექით 25 მეტრის ქვეშ სიღრმეზე და ასეთი ძველი კერამიკის აღმოჩენა გასაოცარი იყო. თუმცა, ეს უნდა დადასტურებულიყო. მარტო სამი კერამიკით ამას ვერ იტყოდი." _ აცხადებს ღამბაშიძე.  

_რა საბუთები არსებობდა ან რა საბუთები ჰქონდათ  გეოლოგებს ამ ნივთიერებების არსებობის შესახებ?

_ მანამდე გეოლოგებისთვის არსებობდა  და საძიებო სამუშაოებს ატარებდნენ 1975 წლიდან. გაყვანილი იქნა გვირაბი. მაშინ სამთო გეოლოგი-ინჟინერი იყო თეიმურაზ მუჯირი, რომელიც ამ სამთო საქმის ისტორიას სწავლობდა. მას 1987 წელს გაკეთებული აქვს თავისი ანგარიში, სადაც უწერია, რომ ეს არის პრეისტორიული ხანის მაღარო და შესაძლებელი იყო ოქრო ყოფილიყო. ვინაიდან, აქ ოქროს მეტი ძარღვები არ არსებობს. სპილენძი არ არსებობს. ძალიან მცირე რაოდენობით არის. უკვე 1987 წელს არის ვარაუდი გამოთქმული. იგი თვლის, რომ აუცილებელია ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. მაგრამ,  როდესაც აქ მოვედით, ჩვენ ეს დოკუმენტი არ გვქონდა. მერე მოვიძიეთ. დავიწყეთ გეოლოგიური ანგარიშების, სამთო არქეოლოგების ანგარიშების, სამთოელების ანგარიშებისა და  მთელი წყაროების მოძიება. სხვადასხვა მიმართულებით ბევრი ხალხი მუშაობდა და გვითხრეს: აქ ოქროს მეტი არაფერი არ არის.  

_ თქვენს ლექციებში ვარნის ოქროს აღმოჩენაზეც ხშირად ამახვილებთ ყურადღებას, რამე სახის ანალიზით დასტურდება ვარნის აღმოჩენის ოქროს კავშირი საყდრისთან?

_ ვარნა სხვა რამეა. მსოფლიოში უძველესი ოქრო ნივთები  აღმოჩენილია ვარნაში.  რომელიც ბულგარეთის ტერიტორიაზეა. ჯერ ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, რადგან  საქართველოში ტყვიის იზოტოპური ანალიზით ძალიან ცოტა ნივთები გვაქვს. იმიტომ რომ, ეს მოითხოვს ძალიან მცირე ნაწილაკის აღებას ან ნივთი უნდა იქნას წაღებული ლაბორატორიაში. ასეთი რამე არ ყოფილა. რადგან ეს ნივთები ჯერ გამოფენილია და შეუძლებელია ლაბორატორიაში წაღება. ის ნივთები, რომელიც შესასწავლად ძალიან მნიშვნელოვანია უკვე შესწავლილია. თუმცა, არ არის ბევრი. მაგრამ, ვარნის ოქრო სხვა პროექტია, რომელზე მუშაობს ბულგარელებისა და გერმანელების ჯგუფი.

ვარნა ეს არის მე-5 ათასწლეულში. ანუ უკვე ენეოლითური ხანა. სადაც ბელადების სამარხია.  თითო სამარხში  6 კილო ოქროა. არც მანამდე და არც მერე ბულგარეთში ასეთი რაოდენობის ოქრო არ ჩანს. ვიდრე ანტიკურ ხანაში. ამის გამო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.   იცით, როგორ არის, მდინარეული ოქრო ძალიან რთული მოსაპოვებელია, გაცილებით რთული, ვიდრე მთის ოქრო ოქროს მატარებელ მდინარეში. მაგალითად, რუმინეთში წელიწადში  4 გრამი ოქრო ირეცხება. მეტს ვერ რეცხავენ.  აქაც ისეა. წარმოიდგინეთ ამას რა შრომა ჭირდება. წყალში უნდა იდგე და რეცხო სისტემატიურად. ძალიან შრომატევადია. ასეთი დიდი ნივთები მარტო მდინარეში რეცხვით მოპოვება.

რაც შეეხება სვანეთში ოქროს მოპოვებას, იქ  ეს პროცესი შემორჩენილია. ანუ, ოქროს რეცხვის ეს მეთოდი. მაგრამ, სვანეთის მადნები და ოქროს რეცხვა მხოლოდ სეზონურად ხდება.   სვანეთში არის ძალიან გრძელი ზამთარი. ამიტომ, ამ პერიოდში ოქროს რეცხვა არ ხდება. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მონაცემებით არ ვიცი. სვანეთში ოქრო ვერცხლისწყლით მოიპოვება. რაც ძალიან გვიანდელი ტექნოლოგიაა. მადანს ასუფთავებენ და მარტო ოქროს იწოვს. რაც ძალიან მომწამვლელია. დღესაც ამ პროცესით მოიპოვება და სწორედ ამიტომ არის იქ ოქრო. ეს პრეისტორიული ხანისთვის რთულად მოსაპოვებელია. გაყინულ წყალში დგომა და რეცხვა ძალია რთული პროცესია. პრეისტორიულ ხანაში ასეთი დიდი  რაოდენობით ოქროს ნივთები რაც საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, წარმოუდგენელია მარტო მდინარეში რეცხვით იყოს მოპოვებული. ეს ხომ მადანია, უნდა გამოიწუროს და იქიდან მიღებული ოქროთი არის ეს დამზადებული.

_  თუ ამ მოცულობის ოქრო გადიოდა, რა შემოდიოდა მის ნაცვლად. არის თუ არა მიკვლეული აქტიური სავაჭრო ურთიერთობები?

_ როგორ არ არის. აქ მნიშვნელოვანია ოქროს წარმოებაში ვინ იცის ოქროს მოპოვება და როგორ უნდა მოიპოვოს. აგერ კაზრეთში ცხოვრობენ, ეზოში აქვს ოქრო და რა უნდა ქნას და აზრზე არ არიან რა ქნან, როგორ უნდა მოიპოვოს? მე-4 ათასწლეულის მეორე ნახევარში კავკასიის ტერიტორიაზე ხდება დიდი მიგრაცია. ანუ, მოდიან ურუქელები, მესოპოტამიის მოსახლეობა, რომლებიც მადნების მოსაპოვებლად მოდიან.

საბედნიეროდ, საქართველოს ტერიტორიასთან ახლოს, საზღვართან, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არის სოიუღბულაღის ყორღანი, სადაც აღმოჩნდა  ოქროს ნივთები, რომელიც მე-4 ათასწლეულის პირველი ნახევრით თარიღდება. ეს არის პერიოდი ულუქელების პირველი ექსპანსიის გამოჩენისა კავკასიაში. ეს არის საზოგადოება, რომელიც ეძებს მადანს. ზოგმა ძალიან კარგად იცის მადნების ცნობა და მოპოვების ტექნოლოგიებიც. ამის გამო აქ ჩნდება ძალიან ბევრი დასახლებები. მაგალითად, შიდა ქართლში ჩნდება ულუქელების კლდეების ტაძარი. ჩვენ აბულმუქში მივაკვლიეთ ამ პერიოდის ნამოსახლარს, სადაც ურუქული კერამიკა იყო აღმოჩენილი. ანუ,  ეს  ყველაფერი მთლიანად ერთიან სივრცეში ხდება. ამას ქმნიან ულუქელები  ჩრდილოეთ კავკასიაში. მაიკოპოს კულტურის მე-4 ათასწლეულის ძალიან ბევრი ოქროს სამარხია, სადაც აურაცხელი ოქროა. მართალია,  ამ პერიოდში  საქართველოში არ არის ოქროს ნივთები აღმოჩენილი სამარხებში, მაგრამ, ჩვენ გვგონია, რომ არა რიტუალის გამო, არამედ რწმენის გამო არ მიდის ოქრო სამარხში. აქ არის მდიდარი სამარხები. მაგრამ, ასეთივე სამარხები არის თურქეთში. იქ არის ერთს სამარხში ერთი აღმოჩენა, რომელიც ურუქელების არის. ეს არის კავკასიელი მეფის სამარხი. ასე ქვია, ანუ კავკასიელი ბელადია, რომელსაც აქვს რგოლები. ჩვენმა კვლევებმა დაადასტურა ძალიან საინტერესო რამ, ჩვენ ვიპოვეთ საყდრისის ოქროს ნივთები აზერბაიჯანის საზღვართან,  აზერბაიჯანის ყორაღანი არის ჰასან სუს ყორღანში

_ ჰასან სუს კვლევებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რა დადგინდა, არსებობს თუ არა დოკუმენტები და ანალიზის შედეგი?

_ იცით როგორი საკითხია, ვინაიდან წყარო აღმოჩნდა ერთი და, არ შეიძლება მარტო ერთი ყოფილიყო… რა შედეგი დადგა და ის საყურეები ოქროსგან არის დამზადებული. ყველაფერი ეს  სამეცნიერო კვლევებშია გამოქვეყნებული. შეიძლება ეს ფართო მასებმა არ იციან.

იცით რა, ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაცია გვაქვს იმისთანა, რომელიც სამეცნიერო წრეებში მიღებულია. ამის გამო იგივე საყდრისიც სამეცნიერო წრეებში ძალიან აღიარებული ძეგლია. საყდრისი არის ერთ-ერთი წყარო იმისი, რომ ახლო აღმოსავლეთში ოქროს წარმოების ერთ-ერთი კერა იგულისხმება. მსგავსი ძეგლი არსად არ არის აღმოჩენილი.

_ მსგავს ძეგლის აღმოჩენას სად გულისხმობთ, საქართველოში თუ მთელს კავკასიაში?

_ კავკასიაში. კავკასიის ოქრო რას ჰქვია, ე.ი.  ეგვიპტეს რატომ მივახტით იცით? იმიტომ რომ ეგვიპტეში არის ყველაზე ადრეული ოქროს საბადო, რომელიც მე-3 ათასწლეულის დასასრულს ეკუთვნოდა. ეს ათასი წლით უსწრებს იმას. იმიტომ რომ ეს არის მე-4 ათასწლეულის ბოლოში. ეს არ ნიშნავს რომ მარტო ეს არის აქ. რადგან აქ შეიძლებ ბევრი რამ არის. ვინაიდან იციან კვარცის ცნობა, იმიტომ რომ ოქროს ასე კი არ ეძებენ, რომ ოქრო დავინახეთ. იციან რომ კვარცში არის ოქრო. დღესაც ასე ეძებენ იმიტომ რომ, ეძებენ კვარცს და არა თვითონ ოქროს. თორემ ჩაწინწკლულ ოქროს არავინ არ ეძებს. ეძებენ თვითონ მადანს როგორ გამოიყურებოდა.

დღეს, რომ იძახიან საყდრისზე სპილენძიაო, უკაცრავად მაგრამ, სპილენძის ფერი არის მწვანე. მაშინ ეს მთელი გვირაბები უნდა იყოს სულ მწვანე ფერის. დაჟანგული უნდა იყოს. იქ არანაირი მსგავსი არაფერი არა არის. აქ არსებობს მეორე საკითხი, სპილენძის მოპოვებას თავისი ტექნოლოგია აქვს. სპილენძის მოპოვების დროს, ის მოიპოვება დიდი რაოდენობით და ამიტომ იმ ადგილს სადაც მოიპოვებენ, იქვე ადნობენ.  იმ ადგილზე სადაც მოიპოვებენ, არის ძალიან ბევრი წიდა. იქვე წურავენ და მიაქვთ ის გამოწურული. ოქროსთან სხვა არის, იმიტომ რომ პრეისტორიულ ხანაში მოიპოვებდნენ მხოლოდ ოქროს ძარღვებს. ანუ, კვარცი სადაც მიდიოდა  აი ის ძარღვი გამოაქვთ იმის გამო, რომ გვირაბები არის ვიწრო.

ჩვენ ხომ გავთხარეთ ეს გვირაბები. მე პირადად ვეტევი იმ გვირაბში. არც ისეთი პატარა გვირაბებია, არ ჩაეტიო.

_ საყდრისში თუ არის აღმოჩენილი ინსტრუმენტებზე (ტიგელები, სანაყები, სახეხები) ოქროს კვალი?

_ როგორ არ არის? მე თქვენ გაჩვენებთ ტიგელებს, ახლა იცით როგორ არის? ესენი დიდი ხანია მიწაში დევს. ამათ ზემოდან აქვთ ლექი. ამის გამო ასეთი კვლევები ამაზე არ ჩატარებულა. არც იყო საჭირო. რადგან ვიცოდით რისი ძარღვი იყო. სწორედ ამიტომ, ასეთი ძვირად ღირებული კვლევების ჩატარების აუცილებლობა არ იყო. იმიტომ რომ ვიცოდით, აქ იყო ოქრო.

ჩვენ ვიცით ოქროს შემცველობები და თითოეული  ყველაზე მაღალი შემცველობა არის 880 გრამი ტონაზე. ამიტომ ეს არის ის ზღვარი, რომელიც პრეისტორიულ ხანაში  არის გამოტანილი და არის მაღალი შემცველობის.  ამაზეა მთელი ამბავი.

თანამედროვე ტექნოლოგიით ეს მთა მთლიანად იხსნება და ძარღვი ნაწილდება სწორად. იმიტომ იძახიან ტონაზე 1 გრამი და 2 გრამიაო, რაც შემდეგ ფუჩქანებზე ნაწილდება. პრეისტორიულმა ხანამ მარტო  ეს ძარღვი გამოიტანა. ამათ კი ეს უნდათ მთლიანად მოხსნან და ეს ძარღვები ნაწილდება მერე ყველაფერზე. იმის გამოა 2 გრამი და 3 გრამი.  იმ ძველ მთას  ძალიან მაღალი შემცველობა გამოაქვს, მერე ამას ხეხავენ და რეცხავენ. შედეგიც იმიტომ აქვთ ასეთი.

_  რადიო-კარბონული  დათარიღება სად იყო აღმოჩენილი?

_ რადიო–კარბონული თარიღი ეს არის ნახშირის თარიღი და არის პალეობოტანიკიდან მიღებული მარცვლეულით.  ჩვენ გვირაბში გვაქვს კულტურული ფენები, რომელიც შეიცავს ნახშირს. ამ შემთხვევაში ნახშირი არის დანთებული ცეცხლი, რომელიც იქ დაანთეს  იმისთვის, რომ გახურებულიყო მადანი.. ამის გამო სანათებია ჩატანილი. ხის მასალაა ჩატანილი, რომლის შემდეგ ნახშირი კულტურულ ფენაში რჩება.  ჩვენ იქიდან ვიღებთ ანალიზს და მიგვაქვს ლაბორატორიაში, რომელიც  გვაძლევს იმ ფენის ზუსტ თარიღს, სადაც ეს აღმოჩნდა. საყდრისის თარიღების მთელი სერიები გვაქვს, სადაც არის ნახშირი. ყველა ნახშირის ანალიზი გავაკეთეთ, საიდან სანამდე, რამდენი ხანის განმავლობაში ამუშავებენ ამ ერთ გვირაბს. დაახლოებით 7 საუკუნის განმავლობაშია ეს რაც ჩვენ გამოვთვალეთ, სადღაც 100 – 120 კილო ოქრო  ანუ, რაც არის გატანილი.

_ რა ცდომილება დათარიღებაში?

_პლიუს მინუს 50 წელია. როდესაც ათასწლეულებზე ლაპარაკობ, იქ 50 წელი არანაირ როლს არ თამაშობს. როდესაც საქმეზე მიდის ასეთი დავა, ცოტა მაინც უნდა იყვნენ გარკვეულები რაზეა საუბარი. ჩვენ 10 წლის განმავლობაში ვიშრომეთ და 10 წლის განმავლობაში შევაგროვეთ ბევრი საბუთი იმისთვის, რომ რასაც ჩვენ ვამტკიცებთ ეს ასეა. მეორე მხარეს არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენია. მხოლოდ იმას ამბობენ, არ მჯერაო. ეს ნიშნავს იმას, რომ ვინც ჩვენ დაგვიპირისპირდა, ის ძალიან კარგად იყო დაფინანსებული. ეს პრობლემა 10 წლის განმავლობაში არ დამდგარა. არც სახელმწიფოს არ გასჩენია არანაირი კითხვა, სანამ არ გამოჩნდა RMG გოლდი თავისი ფულით. "არ მჯერა" არგუმენტი არ არის. თუ სამეცნიერო კვლევების საწინააღმდეგო რამეა, ამისთვის არსებობს სამეცნიერო ტრიბუნა, სადაც არის დისკუსია და მოტანილი უნდა იქნას  არგუმენტი იმისთვის, რომ რატომ არ არის და მაშინ უნდა მომიტანონ ის, რომ რა არის? მათ გეოლოგიური დოკუმენტებიც კი არ წარმოუდგენიათ.

ჩვენ მოვითხოვეთ კულტურის სამინისტროს გამოეთხოვა გეოლოგიური დასკვნები, სადაც მარაგებს ამტკიცებენ. როდესაც მიხვალთ იმ საბუთებთან, ნახავთ რომ ის იწყება იმით, რომ ეს არის საყდრისის უძველესი მაღარო. ისინი  ჩვენს მოსაზრებებს იზიარებდნენ. RMG გოლდს ბოლო წუთამდე თავის ვებგვერდზე ედო ჩემს მიერ დაწერილი ტექსტი: "საყდრისი არის უძველესი ოქროს მაღარო". მთავარი არის ის, რომ თვითონ მათ მიგვიყვანეს ამ გვირაბებში, მათ გვითხრეს, რომ აქ ოქროს საბადოებია და ოქროს გვირაბებია. შემდეგ ეს მთელი დოკუმენტები მათ მოგვაწოდეს. შემდეგ, როგორც ჩანს, კომპანიაში ეკონომიკური პრობლემა დადგა  და ამის გამო დაიწყო მთელი ეს ამბავი. თორემ, ჩვენ 10 წლის განმავლობაში სამეცნიერო კვლევებში არანაირი ოპონენტი არ გვყოლია.

_ რაც შეეხება იუნესკოს წერილს, რომელიც საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა გაჟღერეს, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ იუნესკოს მხრიდან ეს მხოლოდ ფორმალური პასუხი იყო და იქ არსადაა ნახსენები, რომ საყდრისი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლია.

_ თეა ონიანი სახელმწიფო პოზიციას იცავს, რამდენადაც მას არ შეუძლია შეაფასოს ეს არის ძეგლი თუ არა. იგი იურიდიულ მხარეს განაგებს და ამდენად იურიდიული მხარისთვის სრულიად გაუგებარია. წერილით, რომელიც იუნესკომ მოწერა საყდრისის დაცვის კომიტეტს, სახელმწიფოს მიმართავენ თუ ეს ძეგლია, მაშინ დაიცავითო.

იცით როგორ არის?  სახელმწიფომ უნდა მიმართოს იუნესკოს ძეგლის მოვლა პატრონობაზე. საყდრისს ჯერ-ჯერობით მოხსნილი აქვს ძეგლის სტატუსი. ვთვლი, რომ სრულიად უსამართლოდ, უსაფუძვლოდ და მთელი მაქინაციებით. თეა ონიანმა ის რაც თქვა, თქვა იურიდიული მხრიდან. იმ წერილში არ წერია საყდრის მიანიჭეთ ძეგლიო. ამას ვერ უბრძანებს ვერანაირად იუნესკო. შარშან, ორჯერ, ივლისში და იანვარში იმისთვის რომ იუნესკოს მიენიჭებინა სტატუსი, მთელი დოკუმენტაცია წარვადგინეთ, განხილვა უნდა ყოფილიყო ძეგლთა დაცვაში, მაგრამ არც განუხილავთ, რადგან პრაქტიკულად აკრძალული თემაა.

 დღეს, იუნესკოზე ეს საკითხი არ განიხილება, რადგან იუნესკოს არ აქვს ამის უფლება. მათ კეთილი სურვილებით გააფრთხილეს, რომ თქვენ… ეს ჩვენი სახელმწიფოა, რომელიც არ თვლის, რომ საყდრისი არის ოქროს საბადო და ძეგლი, თორემ მთელს მსოფლიოში, ყველგან დგას ეს საკითხი. რადგან ეს ეკონომიკური საკითხია, უბრალოდ ამის გადაფარვა ხდება ეკონომიკური პრობლემების გამო. ამიტომ საყდრისის ძეგლის სტატუსის თემა გვერდზე გადაწიეს. იუნესკო საყდრისს ვერ მიანიჭებს ვერანაირ სტატუსს,  თუ სახელმწიფომ არ ინება.

რაც შეეხება ჟელევსა და იმას, ისინი იყვნენ დაქირავებულები, რომლებიც პირად საუბარი ამბობდნენ, კი მაგრამ ვინ თქვა ამაზე, რომ ძეგლი არ არის, ვინ თქვა ამაზე, რომ ოქრო არ არისო. რა თქმა უნდა, ამათ თავისი სახელი და გვარები აქვთ. ისე არ არის, ლომიტაშვილი, ლიჩელი, ქუცნაშვილები და ა.შ. რომ იძახიან, ძეგლი არ არისო.

ლიჩელი პოლონეთში საყდრისზე ლექციებს კითხულობდა, ოქროს საბადოაო. მერე ამბობდა ჩახედული არ ვიყავიო. ლომიტაშვილი საერთოდ ვერ ერკვევა ოქროს წარმოებაში. წარმოდგენა არ აქვს. დღეს ძეგლთა დაცვაში მუშაობს და ვის თხოვს მიანიჭოს საყდრის ძეგლის სტატუსი? იუნესკოს თხოვს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭოს? დღეს ის საზოგადოება, რომელიც საყდრისის წინააღმდეგი იყო, თანამდებობებზე არიან. კოტე ფიცხელაური, ლომიტაშვილი. კულტურული მემკვიდრეობა ჩავარდა ისეთ ხალხის ხელში, რომლებიც ძეგლებს ვერ ცნობენ.

რაც შეეხება ჟელევსა და იმას, ამ გეოლოგებმა, რომლებმაც მიიღეს სრული ინფორმაცია ჩვენგან,  ძალიან ფრთხილად დაწერეს, რომ გვირაბში არის ადამიანის ნაკვალევი. ეს იცით რამდენ რამეს ნიშნავს, რომ ადამიანის ნაკვალევი არის? მაგრამ, თქვენ გინდა დაიცავით, გინდა დაანგრიეთ, გინდა თავში ქვა იხალეთო. ეს ძეგლი არისო არ უთქვამთ, იმიტომ რომ ესენი ძალიან ზეწოლის ქვეშ იყვნენ. არ იყო ასე ჩვეულებრივად, ძალიან რთული შეხვედრა იყო, იმიტომ რომ მეორე მხარე ძალიან აწვებოდა.

პირველი მათი ვიზიტი იყო უჩვენოდ.  როდესაც მიიყვან ადამიანს და აჩვენებ ისეთ ტერიტორიას, სადაც ძეგლი არასდროს ყოფილა, რა თქმა უნდა იტყვის, რომ აქ რა უნდა ძეგლს.

იცით რა, საყდრისის მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილია ძეგლი. დანარჩენი ტერიტორია უკანა მხარე ძეგლი არ არის.  სადაც კვარცი იყო, იქ არის ძეგლი. იქითა მხარე ძეგლი არ არის. ისინი რომ მიიყვანეს, უკანა მხარე აჩვენეს, იმათ უთხრეს რომ ძეგლი არ არისო. მერე ჩვენ რომ შეგვხვდნენ და დოკუმენტაცია ვაჩვენეთ, ხელმეორედ წაგვიყვანეს და მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.

_ ექსპერტების გარკვეული ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ საყდრისის ოქროს მოპოვების შეჩერებით საქართველოს ეკონომიკა ზარალდება და საყდრისი არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

­ _ თუ ამდენი ხანი დაიქცა საქართველოს ეკონომიკა, საყდრისი არ არის ძეგლი, მაშინ რატომ არ ანგრევენ?! მაშინ დაანგრიონ. რაღაც აჩერებს ამ ხალხს, იმიტომ რომ იციან ეს არის ძეგლი.

მე არ მეხება ამ ძეგლის დაცვა. მე მესმის, შესაძლებელია სახელმწიფო შეყვანილია შეცდომაში იმ ხალხის მიერ, ვინც ლიცენზია იყიდა და ლიცენზიის დროს გათვალა ოქროს მოპოვება ამ ტერიტორიაზე. მას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორია ჰქონდა და ეკონომიკურ სიაში არ უნდა შესულიყო ამ ტერიტორიაზე მოპოვებული ოქრო. ვერ ვხდები, რატომ იყო ყველაფერი ამაზე გათვლილი. როდესაც ამათ ლიცენზია იყიდეს, ეს  იყო ძეგლი და ამაზე გათვლები  არ უნდა ყოფილიყო.

_ თუ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მწვანე ალტერნატივის მოთხოვნა და RMG გოლდს მისცეს გააგრძელოს ლიცენზირებული საქმიანობა, თქვენ, არქეოლოგიურ გათხრებს შეაჩერებთ?

_ ჩვენ ამას ვერ ვწყვეტთ. ამას სახელმწიფო წყვეტს. ძეგლი არის ბოლომდე შესასწავლი. ჩვენი ვარაუდით საველე სამუშაოები ერთ წელი გაგრძელდება. სანამ არქეოლოგიურ სამუშაოებს არ დავასრულებთ. იცით, ეს ასე იყო და ახლა არ ვიცი კიდევ რამე დარღვევას ექნება ადგილი? თუ აუცილებლად უნდა აიღონ, მაშინ ძეგლი ბოლომდე უნდა იქნას შესწავლილი. სამწუხაროდ ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხს ვერ ვწყვეტ. ჩემი კომპეტენცია არ არის. რასაც სახელმწიფო გადაწყვეტს იმის მიხედვით, ეს ძეგლი ბოლომდე უნდა იქნას შესწავლილი.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ავტოკატასტროფას ლანჩხუთის "გურიას" ფეხბურთელი ემსხვერპლა

პოლონური ფონდის _ "ასოციაცია დემოკრატიული აღმოსავლეთი" პრიზი "გურია ნიუსს"

ყველა სიახლე

სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24.12.2025
ზაფრანი

საათი და პიროვნული თვისებები

22:49; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025
ზაფრანი

რემონტი და …ასტროლოგია

22:23; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ძვირფასი ქვა სახელის მიხედვით

22:18; 24.12.2025
საზოგადოება

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

22:10; 24.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24.12.2025
ფინანსები

„ჰილს კონსტრაქშენი” ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის” პროექტს ახორციელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:38; 24.12.2025
ფინანსები

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

17:35; 24.12.2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:20; 24.12.2025
ფინანსები

შეიძინეთ სასურველი ნივთი საქართველოს ბანკის QR განვადებით და მიიღეთ 20,000 PLUS ქულა საჩუქრად

17:01; 24.12.2025
ფინანსები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

16:54; 24.12.2025
სამართალი

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფატქზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

16:30; 24.12.2025
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:18; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო