გუშინ, თბილისში მომხდარ ავტოკატასტროფას საფეხბურთო კლუბ "გურიას" ფეხბურთელი ნიკა კილაძე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი მეგობარ გოგონასთან ერთად მოტოციკლით სეირნობისას ტრაილერს შეეჯახა. გოგონა ადგილზევე დაიღუპა, ხოლო ნიკა _ საავადმყოფოში მიყვანისას.
"გურიას" შემადგენლობაში ნიკასთან ერთად თამაშობდა მისი ძმა, ერეკლე კილაძეც.