(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ რამდენიმე ათეული წელია, ჩოხატაურის მოსახლეობას წყლის პრობლემა აწუხებს. მოსახლეობამ შვებით ამოისუნთქა, რადგან გაიგო, რომ გორთაფონში წყლის სათავე-ნაგებობა შენდება, საიდანაც წყალი დაბას უწყვეტ რეჟიმში უნდა მიეწოდოს. მაგრამ ვფიქრობთ, რომ პრობლემა ისევ პრობლემად დარჩება, რადგან გორთაფონში ასულებმა საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ ავზი, რომლიდანაც წყალი ახლა დაბას უნდა მიეწოდოს, დიდი ხანია ხიდისთავის მოსახლეობას რამდენიმესაათიანი გრაფიკით აწოდებდა წყალს. ანუ, თუ ხიდისთაველებს ექნებათ წყალი, მაშინ დაბის მოსახლეობა დარჩება წყლის გარეშე, ან პირიქით!
Developed By Web Features 2024 © All rights reserved