10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ დღეს მსოფლიო აღნიშნავს გზავნილით "ცხოვრება შიზოფრენიასთან ერთად“ და მოუწოდებს საზოგადოებას, რომ შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანები საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები არიან. მიუხედავად დაავადებისა, მათ უამრავი კეთილი საქმის კეთება შეუძლიათ.
"გურია ნიუსს“ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში განუცხადეს, რომ ამ დღესთან დაკავშირებით, ცენტრი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აწყობს. სადაც წარმოდგენილი იქნება ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა და ცენტრის სამომავლო გეგმები და პრეზენტაცია, ფსიქიატრიის მიმართულებით შესახებ.
ღონისძიებას ჯანდაცვის სამინისტროს, აგრეთვე ფსიქიატრიაში მომუშავე სამედიცინო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.