პრევენციის მიზნით, 6 ოქტომბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მსხვილფეხა საქონლის ვაქცინაცია დაიწყო. აცრები უკვე დასრულებულია სოფელ ბოხვაურში, ამჟამად მიმდინარეობს სოფელ ლაითურში, შემდეგ კი სოფელ ნარუჯაში გაგრძელდება.
ასევე, 11 ოქტომბრიდან ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში 2 350 კომლის საკუთრებაში არსებული საქონლის აცრა დაიწყება. ნატანებში შეიქმნება მაკოორდინირებელი ჯგუფი და ვაქცინაცია უბნების მიხედვით განხორციელდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ვაქცინაციაში ჩართულია სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ალექსანდრე ყველაშვილმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური სამმართველოს უფროსმა კახა თავბერიძემ ისაუბრეს.
დაგეგმილია სულ 9 000 სული პირუტყვის აცრა. შექმნილია სამი სამუშაო ჯგუფი. "თურქულის“ და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად, მოხდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იდენტიფიკაცია – ნიშანდება.

(R)