ზაზა ურუშაძის ფილმმა "მანდარინები", ფრანგული ფილმის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა.
კინოფესტივალი, რომელიც სპეციფიკური ომის თემას ეძღვნება, საფრანგეთში გაიმართა. "მანდარინებს" ჟიურის გრან–პრი ერგო.
გარდა ამისა, "მანდარინები", რომელიც ქართულ-ესტონური თანამშრომლობით შექმნილი პირველი ფილმია, ცოტა ხნის წინ ოსკარზე, ნომინაციაში – "საუკეთესო უცხოური ფილმი", წარადგინეს.
"მანდარინებმა", 2013 წელს ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, 15 საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. მათ შორის არის 2013 წლის ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის, 2014 წლის სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალისა და BIFEST-ის პრემიები.
შეგახსენებთ, რომ ეს ფილმის მე–19 ჯილდოა.