სუშის გურმანებს უცხოელი ექიმები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ, ჩინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში მამაკაცი პაციენტი მოათავსეს, რომელსაც მთელი კანი დაყრილი ჰქონდა და საშინელი მუცლის ტკივილისგან იტანჯებოდა.
რენდგენული გამოკვლევის შემდეგ, ექიმები გაოცებული დარჩნენ. რადგან პაციენტს მთელს სხეულზე ასობით ჭია ჰყავდა მოდებული. მათი აზრით, პაციენტი სუშისგან მოიწამლა და სხეულში უმი თევზის წაყალობით, ცოცხალი ჭიები დარჩა.
ადამიანის ორგანიზმში ჭიების მოხვედრა ძალიან საშიშია. თუ ჭია სისხლში და ლიმფაში მოხვდა, ადვილად შეუძლია მიაღწიოს ტვინს, რაც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. ნაწლავში მოხვედრილი ჭიები კილომეტრებზე იფანტება, რამაც შეიძლება სხვადასხვა კუჭ-ნაწლავის პრობლემები გამოიწვიოს.
ჩინელს გაუმართლა, რადგან დროულად მიმართა ექიმს. იმედია, სუშის გამოყენების დროს ფრთხილად იქნებით.
ინფორმაციას დასკანერებული სურათები ახლავს. როგორც გამოცემა აცხადებს, იგი სუშით მოწამლულ პაციენტს ეკუთვნის.
მასალა მომზადებულია http://ofigenno.cc/ დაყრდნობით.