სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, დღეს, 17:00 საათზე, მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პირველ მოადგილეს წარადგენს. თუმცა, "გურია ნიუსისთვის" მოწოდებულ ანონსში არაფერია ნათქვამი თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.
შგახსენებთ, სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექსპერტი კახი კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილედ ინიშნება, რაც თავად კახიშვილმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ შეთავაზება ნამდვილად აქვს და სავარაუდოდ დათანხმდება კიდეც.