დღეს დილით იტალიურმა გამოცემამ "Calciomercato" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ამ სპორტული გაზეთის კორესპონდენტი კლუბი "მილანის“ მფლობელ სილვიო ბერლუსკონის ესაუბრა.
სენიორ სილვიომ იტალიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელ მარიო ბალოტელიზე ისაუბრა და მუქკანიანი შემტევი სასტიკად გააკრიტიკა.
"მარიო ბალოტელი მილანურ გუნდში 2013 წლის იანვარში გადმოვიყვანეთ. სიმართლე გითხრათ ეს ფეხბურთელი არასდროს მყვარებია და მას პატივს არც ამჟამად ვცემ. ამისი მიზეზი ის გახლავთ რომ მარიო რთული პიროვნებაა, კლუბში მუდმივი "შფოთი“ შეაქვს, თანაკლუბელებთან ნორმალურ ურთიერთობას ვერასდროს ამყარებს და მწვრთნელებსაც მისი "მოთვინიერება" ძალიან უჭირთ.
როდესაც ბალოტელი "მილანში" ასპარეზობდა, დილაობით ადგილობრივი გაზეთების გადაფურცვლა ჭირივით მეჯავრებოდა. წინასწარ ვიცოდი რომ მარიო ბალოტელიზე რაიმე სისაძაგლე ეწერებოდა.
მიუხედავად იმისა რომ თავდამსხმელმა ჩემი კლუბის შემადგენლობაში 54 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა, მისი თავიდან მოშორება ყოველთვის მინდოდა.
ცოტა ხნის წინ "ურჩი“ მოთამაშე ინგლისურ "ლივერპულში“ გავყიდეთ და შვებითაც ამოვისუნთქე". – განაცხადა სენიორ სილვიო ბერლუსკონიმ.
საინტერესოა რომ "ლივერპულში" ბალოტელის საფეხბურთო კარიერა ჯერჯერობით კარგად არ მიდის. მოთამაშემ "ბითლზების“ ქალაქის კლუბში რვა ოფიციალური მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა მხოლოდ ერთხელ შეძლო
http://www.sovsport.md/news/text-item/751711