გუშინ ევროპის 2016 წლის პირველობის მორიგი შესარჩევი შეხვედრები გაიმართა
მოსკოვში, "სპარტაკის" ახალაშენებულ სპორტულ სარბიელზე მასპინძელთა ეროვნული გუნდი მოლდოვას ნაკრებს დაუპირისპირდა.
ყველასათვის მოულოდნელად ფაბიო კაპელოს გუნდმა მოგება ვერ მოახერხა და სტუმრებს ორი ქულა გაატანა. მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის ნაკრებსა და მის იტალიელ მთავარ მწვრთნელს თავს დიდი კრიტიკა დაატყდა.
რუსი სპორტული მიმომხილველები და არა მარტო ისინი, თავიანთი გუნდის ასპარეზობას სამარცხვინოსა და აღმაშფოთებელს უწოდებდნენ.
დღესა დილით "ევროსპორტის" რუსულმა ვებ-გვერდმა ჟურნალი "GQ"-ს მთავარი რედაქტორის, ვინმე კიმ ბელოვის ერთი საინტერესო მოსაზრება გამოაქვეყნა.
"რუსეთის ეროვნული გუნდი სამარცხვინოდ ასპარეზობს. ფაბიო კაპელომ მოთამაშეებს თავისი ხელი ვერ ან არ დაატყო. მიმაჩნია რომ ნაკრებს სათავეში სტალინი უნდა ჩაუდგეს. მხოლოდ ეს ადამიანი შეძლებდა გუნდში წესრიგის შეტანას და ფეხბურთელებს აიძულებდა ნორმალურად ეთამაშათ". – განაცხადა ბატონმა კიმ ბელოვმა
http://www.eurosport.ru/football/euro-2016/2016/story_sto4436426.shtml
.