https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ნაციონალების” აქტიური მხარდამჭერი “ოცნებასთან” ჯერ კიდევ კოჰაბიტაციაშია

11:10; 13.10.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"27 ოქტომბრის შემდეგ, ქვეყანაში კოჰაბიტაცია დასრულდება," _ ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის 30 სექტემბერს გააკეთა.

მას შემდეგ ერთ წელზე მეტი გავიდა, თუმცა, როგორც მოვლენებმა ცხადჰყო, ივანიშვილის სიტყვა არ შესრულებულა. იმ ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს დასდევდნენ, აშანტაჟებდნენ, ემუქრებოდნენ, კანონს არღვევდნენ, დღესაც თანამდებობაზე არიან.

2012 წლის ივლისში, დაბა ჩოხატაურში არსებული ყველა ქუჩის გარეგანათების მოწყობის სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან, მთავრობის დადგენილებით, 64 000 ლარი დაიხარჯა. პროექტის თანახმად,  საქუჩო განათება დაბის ყველა ქუჩაზე უნდა გაკეთებულიყო.

თუმცა, როგორც გაირკვა,  მხოლოდ ის ქუჩები განათდა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ცხოვრობდნენ.

გაზეთი "გურია ნიუსი", 2012 წლის 7 თებერვალი, სტატია _ "ოპოზიციონერებს შუქი არ ეკუთვნით!": "რომან შათირიშვილი ჩოხატაური-გოგოლესუბნის საზღვარზე ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი სახლის წინ, ჯალაღანიას ქუჩაზე განათების გაკეთება დაიწყეს, თუმცა, მოგვიანებით მოხსნეს და ჩიხში შეიტანეს. შათირიშვილი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი მისი ოპოზიციონერობაა: _ სოფელ გოგოლესუბნის და ჩოხატაურის საზღვარზე ვცხოვრობ. პირველი მოსახლე ვარ. ჩემს წინ ჯალაღანიას ქუჩაა, სადაც დამაგრებული იყო საქუჩო განათება, მაგრამ მოგვიანებით, ორ თუ სამ ბოძზე მოხსნეს და გადაიტანეს ჩიხში. რის გამოც, მთელი ქუჩა ჩაბნელებული რჩება. ვიკითხე, რატომ გადაიტანეს,-მეთქი. მითხრეს, რომ მოსულა დაბის გამგებელი გოჩა ჯინჭარაძე და ქალბატონი ციური სიხარულიძე, რომელიც ამ ჩიხში ცხოვრობს და "ნაციონალების" აქტიური წევრია. ისაუბრეს და შემდეგ მოხდა ამ განათების გადატანაო. რა იქნებოდა, ის მოსახვევი გაენათებინათ?! იმის გამო, რომ განათება არ იყო ამ ქუჩაზე, ადრე მანქანამ კაცი მოკლა. ჯერ კიდევ მაშინ იყო საუბარი მაგ ადგილას საქუჩო განათების გაკეთებაზე. ახლა მოსახვევს კი არა, მთლიანად ქუჩას აბნელებენ. ვფიქრობ, ამის მიზეზი ჩემი ოპოზიციონერობაა. მეზობლებისაც მრცხვენია _ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია და მთხოვენ, რაიმე მოვიმოქმედო. ჩემმა მეუღლემ, ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს კორნელ კუკულავას დაურეკა ამ საკითხზე დახმარების თხოვნით. კუკულავამ კი უთხრა, რატომ იყავი ოზურგეთში აქციაზეო.

ჯალაღანიას ქუჩაზე 16 ოჯახი ცხოვრობს. მათი თქმით, ქუჩის განათების გარეშე დატოვება უსამართლობაა: _ როცა განათებას აკეთებდნენ, ვიკითხე, ახალს აკეთებთ თუ ძველი უნდა გაარემონტოთ,-მეთქი. მითხრეს, რომ ახალი კეთდებოდა და ჩვენი სახლის წინ ორს კიდევ დაამატებდნენ. აქ გაზის გაყვანაზე მუშაობდნენ მუშები და იმათ ვკითხე, იცოდნენ თუ არა მიზეზი, რისთვის მოიხსნა განათება ბოძებზე. განმიმარტეს, რომ დაბის გამგებლის დავალებით მოხდა. ჩიხშიც გააკეთონ განათება, არ ვარ ამის წინააღმდეგი, მაგრამ მთავარ ქუჩაზე დამონტაჟებული განათება რატომ უნდა მოხსნან? _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ლია სიხარულიძე.

ამავე ქუჩის მცხოვრები, ნონა სიხარულიძე მიიჩნევს, რომ პრივილეგიით არავინ არ უნდა სარგებლობდეს: _ კი არ მშურს, ქალბატონ ციურისთან საქუჩო განათება რომ გაკეთდა, ყველგან შევიდეს _ ყველა ჩიხში და მოსახვევში. უბრალოდ, რატომ უნდა სარგებლობდეს პრივილეგიით, იმიტომ, რომ ხელისუფლების მხარეზეა? ჩვენ რომანს (შათირიშვილი. ავტ.) ვეჩხუბეთ, შენს გამო არ გვაქვს საქუჩო განათებაო. კარგით, ეს ადამიანი ოპოზიციონერია, მაგრამ დანარჩენები ხომ ვართ ხელისუფლების მომხრეები? ჩვენც ოპოზიციის მხარეს გადავიდეთ თუ რა უნდათ, ვერ გავიგეთ.

ციური სიხარულიძე, რომელსაც მეზობლების თქმით, განათება "ნაციონალობის" გამო გაუკეთეს, ამბობს, რომ ეს პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მომხდარა: _ 40 წელია, ამ ქუჩაზე ვცხოვრობ. 40 წელი ვმუშაობდი საფინანსო დარგში და ყველა, როგორც სიმართლის მთქმელს, ისე მიცნობს. აქ ადრე საბავშვო სახლი იყო და განათება იქამდე მიდიოდა. მოგვიანებით, მეურნეობის სახსრებით ვიყიდეთ ბოძები და განათება ჩიხის თავამდე გამოვიყვანეთ. როცა რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ ვიკითხე, რა ბედი ეწეოდა განათებას. მითხრეს, რომ მოგვიანებით გააკეთებდნენ. როცა მუშაობა დაიწყეს, დავინტერესდი, შემოვიდოდა თუ არა ჩვენს ჩიხში განათება. მუშებს ვუთხარი კიდეც, თუ პროექტის მიხედვით აკეთებთ, ჯალაღანიას ქუჩის დასრულების შემდეგ განათება ჩიხშიც უნდა დამონტაჟდეს,-მეთქი. ყურადღება არ მომაქციეს და არც ჩიხში შემოვიდნენ. ამიტომ წავედი გამგეობაში, ვნახე პროექტი, სადაც გარკვევით იყო აღნიშნული, რომ განათება ჩიხშიც უნდა გაკეთებულიყო. აღმოჩნდა, რომ მუშებმა პროექტი სწორად ვერ გაიგეს და არასწორად დაამონტაჟეს. ამიტომ, გადმოიტანეს განათება. ეს არის რეალობა და პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია, _ განმარტავს ციური სიხარულიძე."

დაბის გამგებელს გოჩა ჯინჭარაძეს მაშინ ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ჯინჭარაძე მაშინაც დუმილს ამჯობინებდა, როცა ჩვენი კამერა, არჩევნების დროს, სამუშაო საათებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და საარჩევნო პროცესში ხელქვეითების ჩართვის დროს აფიქსირებდა. არც მაშინ აკეთებდა განმარტებებს, როცა "ნაციონალური მოძრაობის" ფარულ ყრილობებს ესწრებოდა, რომლებიც სახლებში ჩუმ-ჩუმად იმართებოდა.

ასეთი ფაქტები "გურია ნიუსის" ობიექტივში არაერთხელ მოხვდა, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ჩოხატაურის ყოფილი გამგებლისთვის (ახლა გამგებლის მოადგილე) თამაზ ჯინჭარაძისთვის, რომ დაბის რწმუნებულად გოჩა ჯინჭარაძე დაეტოვებინა.

არადა, იმ პერიოდში ჯინჭარაძემ ბევრი რწმუნებული გაათავისუფლა.

_ მოსვლის დღიდან ვამბობ და ვაფიქსირებ, რომ ისინი უხეშად ერეოდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რისი უფლებაც მათ არ ჰქონდათ. რომელი არ ერეოდა? დამისახელეთ ერთი მაინც, _ ასე განმარტავდა სხვა რწმუნებულების გათავისუფლების მიზეზებს ერთი წლის წინ თამაზ ჯინჭარაძე.

_ თქვენ არ შეგიცვლიათ დაბის რწმუნებული, გოჩა ჯინჭარაძე, რომელიც თქვენი ნათესავია და, როგორც მოსახლეობის ნაწილი ამბობს, სწორედ ამ ნიშნით დარჩა თანამდებობაზე. ის "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის ძმა გახლდათ და წინასაარჩევნოდ, ბევრ შეხვედრაზე დაგვიფიქსირებია…

_ ერთ-ერთი რწმუნებული, რომელიც ჩემი არც ბიძაშვილი ყოფილა და არც მამიდაშვილი, ხიდისთავში ახლახან შეიცვალა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ზოგ ადგილებზე კადრის დეფიციტი იყო. ჩვენ ამ თემებს ყოველდღე გავდივართ და როცა დგება იმის დრო, როცა მომწიფებულია სიტუაცია ამა თუ იმ სოფელში რწმუნებულის შესაცვლელად, ხდება ცვლილებები.

_ დაბის რწმუნებულზე არაფერი გვითხარით. რატომ დარჩა ბოლოს დაბა და ხომ არ არის ეს ის შემთხვევა, როცა გამგებელი ნათესავებს არ ათავისუფლებს და პირიქით, მათ დასაქმებაზე ზრუნავს?

_ ამ ადამიანთან ნათესაური კავშირი მაქვს, მაგრამ ვინც ამ პიროვნებას იცნობს, დაიჯერებს, რომ ჩემთან უამრავჯერ მოვიდა და მთხოვა, რომ სამსახურიდან წავიდოდა. რწმუნებულები ზემოხეთშიც დატოვებული მყავს, დიდივანშიც ჯერჯერობით. დაბა სხვანაირი სპეციფიკაა. ვიღაცამ სხვანაირად არ გაიგოს, მაგრამ ეს ადამიანი უბოროტოა (?!) და პატიოსნად აკეთებს მის საქმეს. თუმცა, შესაცვლელია, _ ამბობდა ჯინჭარაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას გასული წლის 23 სექტემბერს.

თუმცა, ეს სიტყვები სიტყვებად დარჩა _ ჯინჭარაძე არავის შეუცვლია. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, უშუალოდ კი არჩევნების დღეს, გოჩა ჯინჭარაძე "გურია ნიუსმა"  დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო შტაბში მთელი დღის განმავლობაში, თანამშრომლებთან ერთად დააფიქსირა. კითხვაზე რატომ იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს და რამდენად სწორი იყო ხელისუფლების წარმომადგენლის სახელისუფლებლო კანდიდატის წინააღმდეგ მუშაობა, ჯინჭარაძემ პასუხი არ გაგვცა. მანვე უპასუხოდ დატოვა კითხვა რა მონაწილეობას იღებდა ე. წ. "სომხურ კარუსელში", რომელიც დაბაში არჩევნების დღეს სახელისუფლებო კანდიდატის წინააღმდეგ დაატრიალეს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სწორედ ის და მისი თანამშრომელი, რომელიც ჩვენი კამერის დანახვაზე მათი რჩეული კანდიდატის საარჩევნო შტაბის ფანჯრიდან გადახტა, ახდენდნენ ზეწოლას ამომრჩევლებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც შევიდა, მაგრამ კანონდარღვევა, რომელიც მთელი დაბის მოსახლეობის თვალწინ ხდებოდა, რატომღაც, არც არჩეული გამგებლისთვის, ირაკლი კუჭავასთვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. თანამდებობის დაკავებიდან ძალიან მალე, კუჭავამ რამდენიმე რწმუნებულს თანამდებობა დაატოვებინა. არაოფიციალურად ამის მიზეზი ის იყო, რომ კონკრეტული რწმუნებულები "ქართულ ოცნებას" და მის კანდიდატურას მხარს არ უჭერდნენ; თუმცა, მათ შორის ისევ არ აღმოჩნდა გოჩა ჯინჭარაძე.

კუჭავა ამბობს, რომ რწმუნებულები კანონმა შეცვალა და ჯინჭარაძე, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია (?!), ბევრი დაბელის თხოვნით (?!) დატოვა. საინტერესოა, თუკი რწმუნებულები "კანონმა შეცვალა", რომელი კანონის რომელი მუხლი ითვალისწინებს ბავშვობის მეგობრების ვინმეს თხოვნით სამუშაოზე დატოვებას. კუჭავა არც იმას განმარტავს, რამდენად მისაღებია მისთვის, როცა "ბავშვობის მეგობარი" არჩევნებზე "მეგობრის" პარტიის წინააღმდეგ კანონდარღვევით იბრძვის:

_ ბატონო ირაკლი, მოსახლეობა ხშირად გსაყვედურობთ დაპირებების არშესრულების გამო. მათგან ერთ-ერთი კი ე. წ. კოჰაბიტაციაა. ის ადამიანები, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერდნენ მხარს, აშანტაჟებდნენ "ოცნების" წევრებს, დღეს თქვენ გვერდით არიან… ამაზე რას იტყვით?

_ ჯერჯერობით, "ქართული ოცნების" მხრიდან დაპირებების არ შესრულებაზე საუბარი ნაადრევია. რა შესრულდა და რა ვერ შესრულდა, ამას ამომრჩეველი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყვეტს, ისეთივე თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებით, როგორიც ტარდება ჩვენი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ეს რომ უდავო ფაქტია, ჟურნალისტებიც ვერ უარყოფთ. მხოლოდ ერთ სფეროზე შევჩერდები: ჯანდაცვაში უპრეცედენტო რეფორმა განხორციელდა, ეს კარგად ეტყობა ჩოხატაურსაც. ორი თანამედროვე სამედიცინო დაწესებულება არსებობს, სადაც მომართვიანობა ძალიან მაღალია, იმის გამო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო დაზღვევის სისტემა ამოქმედდა. უხელფასო ექიმები გაფიცვას რომ აწყობდნენ ხომ გახსოვთ? ახლა კითხეთ, როგორ პირობებში მუშაობენ და როგორი ხელფასები აქვთ. ამ სფეროში მოსაწესრიგებელი დარჩა სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების ექიმთა პრობლემები. აქვე გეტყვით, რომ მალე ამ სამსახურის ავტოპარკი მთლიანად განახლდება. მშობიარობა რომ უფასო გახდა, ამის შედეგიცაა, რომ წელს, მრავალი წლის შემდეგ, პირველად აჯობა შობადობამ სიკვდილიანობას.

რაც შეეხება პირადად ჩემს და ჩვენი გუნდის დაპირებებს, ამაზეც გეტყვით მოკლედ: ამ კვირაში ორი დაპირება შევასრულეთ, მიკროავტობუსით მომსახურეობა მოვუგვარეთ ზემოხეთში მოსახლეობას, ხოლო ქვემოხეთში _ ბავშვებს. ამ თემაზე მეტს არ გავაგრძელებ, რადგან წლის ბოლოს ვგეგმავ ამომრჩევლისა და საკრებულოს წინაშე წარვდგე ანგარიშით და პირუთვნელად ვუთხრა ხალხს, გასული თვეების განმავლობაში რის გაკეთება შევძელით და რის _ ვერა.

_ სოფლებში თქვენი რამდენიმე წარმომადგენლი იმის გამო გაათავისუფლეთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მხარს არ გიჭერდათ თქვენ და მმართველ პარტიას. კონკრეტული მაგალითი მრავლადაა. თუმცა, ადამიანი, რომელიც ღიად იდგა სხვა მხარეს, კანონდარღვევით მუშაობდა "ოცნების" კანდიდატის საწინააღმდეგოდ, დღეს თქვენი წარმომადგენელია დაბაში. ის 2012 წლის არჩევნებზე კარდაკარ დადიოდა და ადამინებს "ნაციონალების" მხარდაჭერას სთხოვდა, თვითმმართველობის არჩევნებზე კი ალბათ, თავადაც გახსოვთ, სხვა კანდიდატის შტაბში თანამშრომლებთან ერთად იჯდა და ე.წ. "სომხური კარუსელის"  დატრიალებაშიც იყო ეჭვმიტანილი.. სხვათა შორის, როცა ვკითხეთ დაბის რწმუნებული რას აკეთებდა სხვა კანდიდატის შტაბში, პასუხის მაგიერ დაგვემალა, მისი თანამშრომელი სულაც ფანჯრიდან გადახტა!… ამაზე რა შეგიძლია გვითხრათ? რითია განსაკუთრებული გოჩა ჯინჭარაძე, რომ მისი შეცვლა ვერ მოხერხდა?

_ ყველა რწმუნებული გაათავისუფლა კანონმა. მე რამდენიმე მათგანი ჩემს გუნდში აღარ მოვიწვიე. აქვე გიპასუხებთ, რომ ისინი ვინც მოვიწვიე, მოვიწვიე მხოლოდ სამი თვით, მათ შორის დაბაში გამგებლის წარმომადგენელი (ახლა ასე ქვია ყოფილ რწმუნებულებს) გოჩა ჯინჭარაძე, რომლის მხარდასაჭერად არაერთი დაბელი მოვიდა ჩემთან, განსაკუთრებით სოციალურად ყველაზე დაუცველი ადამიანები. ისიც ფაქტია, რომ ბოლო წლებში და ნაწილობრივ ადგილობრივი არჩევნების დროსაც, ჩვენ სხვადასხვა პოზიციაზე ვიდექი, მაგრამ ის ჩემი ბავშვობის მეგობარია და ასე იქნება ყოველთვის. ხოლო ის, თუ ვისთან ერთად ვიმუშავებ მომავალში, ამას კონკურსი გადაწყვეტს, რომელიც ჩატარდება გამჭვირვალედ, კანონმდებლობის სრული დაცვით, _ ამბობს კუჭავა, თუმცა, კითხვის არსი სხვადასხვა პოზიციაზე დგომაში კი არა, "ბავშვობის მეგობრის" მიერ კანონდარღვევაშია.

გოჩა ჯინჭარაძე ამბობს, რომ მას წასვლა ძალიან უნდოდა, თუმცა… არ გაუშვეს!

_ ბატონო გოჩა, შეუცვლელი რწმუნებული ხართ… გეუხერხულებათ თუ არა  იმ გუნდთან მუშაობა, რომლის გვერდით არცერთი არჩევნების დროს არ მდგარხართ?

_ მე არ გაგცემთ მაგაზე თქვენ პასუხს. საქმე დაგვანახებს უხერხულობაში ვარ თუ სიამაყე მაქ.

_ თქვენ, ხელქვეითები ღიად ჩააბით საარჩევნო საქმიანობაში და შტაბში ყოფნისას დაგაფიქსირეთ კიდეც… იყავით ერთ-ერთი ეჭვმიტანილი "სომხური კარუსელის" დატრიალებაში ახლანდელ არჩევნებზე.

_ ისე სიმართლით იარეთ თქვენ, _ უარყო ბრალდებები ჯინჭარაძემ, თუმცა, გამგებელი ირაკლი კუჭავა ჩვენთან საუბრისას ამ ბრალდებების შესახებ ამბობდა, რომ ჯინჭარაძე "კარგი პიროვნებაა, ოღონდ არჩევნებს უნდა ჩამოაშორო"(?!)

_  სხვა კანდიდატის შტაბში პირადად გნახეთ და ჩვენი ობიექტივი მთელი დღის განმავლობაში აფიქსირებდა თქვენს აქტივობებს. ამის შესახებ მაშინაც გკითხეთ და არ გვიპასუხეთ!

_ არ გცემთ პასუხს, _ გვითხრა ჯინჭარაძემ და ტელეფონი გაგვითიშა, თუმცა რამდენიმე წუთში თავად დაგვიკავშირდა:

_ რომ იცოდეთ, წასვლა მინდოდა, მაგრამ არ გამიშვეს…

_ ვინ არ გაგიშვათ?

_ ეგ თქვენ თვითონ გაარკვიეთ მშვენივრად. ისე იმ სიმართლით იარეთ თქვენ მაგ კარუსელის მხრივ და მე ჩემი სიმართლით ვიარო.

_ მე მეუბნებით?

_ თქვენ მკითხეთ და…

_ მე გკითხეთ ის, რაც ყველას აინტერესებს და რაზეც იმ დღეებში ბევრი ადამიანი საუბრობდა…

_ თქვენ მკითხეთ  და სხვას თუ აინტერესებდა, სხვა მკითხავდა.

_ ეს კითხვა მაშინაც დაგისვით კანდიდატის შტაბში რომ გნახეთ და დაგვემალეთ!

_ კი მნახეთ,  არ ვმალავ, მაგრამ არ გიკითხავთ (?!). რა მაქვს თქვენთან დასამალი _ მტერი ხარ, დაპატიმრებას მიპირებდით, დანაშაული მაქ დასამალი თუ რა?

_ 2012 წლის წინ არჩევნების წინ მოსახლეობა ამბობდა, რომ საქუჩო განათება პოლიტიკური შეხედულების გამო გააკეთეთ… იმის მუხედავად, რომ ბევრი მოქალაქე წუხდა ამის გამო, მაშინაც უპასუხოდ დატოვეთ შეკითხვები.

_ არაფერი შეკითხვა არასდროს უპასუხოდ არ დამიტოვებია.  სიმართლეს გეუბნებით, თუმცა  თქვენ მაინც იმას დაწერთ რაც გინდათ.

_ ჩვენ ვწერთ იმას, რაც სიმართლეა, რაც ხალხს აინტერესებს და ყოველთვის ვამოწმებთ რესპონდენტებთან.

_ კაით, კაით, კარგად იყავით. თქვენ თქვენი სიმართლით და მე ჩემი სიმართლით.

_ გასაგებია. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა თქვენი, როგორც საჯარო მოხელის ვალდებულება და მოვალეობაა.

_ არა. თქვენს გარდა არის სხვა გაზეთი და გავცემ ხალხს პასუხს. თქვენ არ ხართ იგი.

_ რა?

_ ერთადერთი და იგი…

_ ჩვენ  ვართ ის გაზეთი, რომელმაც ახლა კითხვები დაგისვათ და ამ კითხვებზე სხვებს როგორ უნდა უპასუხოთ?

_ რაც მკითხეთ გაგეცით პასუხი. მე არავის დავემალები, იმნაირს არ ვიზამ, რომ დასამალად გამიხდეს საქმე და მეუხერხულება თუ არა, ეგ ხალხს კითხეთ.

_ ჩვენ გკითხეთ გეუხერხულებათ თუ არა იმ გუნდის გვერდით დგომა, რომელსაც მხარს არ უჭერდით…

_ ეს არ უნდა მკითხოთ. რა გამიკეთებია საუხერხულო?! იმ ადამიანს ჰკითხეთ ეუხერხულება თუ არა ჩემთან მუშაობა, ვისთანაც ვმუშაობ. მე არ მეუხერხულება. მე ჩემი შეხედულება მაქ და სხვას მისი. მართლა არ გამიშვეს და ახლა იცით რაში ვხედავ გამოსავალს? გამოცდებზე არ გავალ და  ავტომატურად გამიშვებენ. ვისაც აინტერსებს, ეს პასუხი გაეცით. მე ჩემს სიტყვას არ გადავალ. დააწყნარეთ ხალხი, გამოცდებზე არ გავალ!

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რეპორტაჟი ერთ დროს მდიდარი თხინვალიდან

მარტვილის გამგეობის თანამშრომელი, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25.02.2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25.02.2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25.02.2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25.02.2026
სამართალი

“შშმ არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და გააუპატიურა”- პროკურატურა

16:45; 25.02.2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25.02.2026
სამართალი

რა გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ გიორგი ახობაძის საქმეზე

15:40; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურა კიდევ ერთი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს გადასინჯავს

15:27; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო