მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი და ფრაქცია "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ძმა, დავით სურმავა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.
როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სურმავას 3 თვის წინ ჰქონდა მართვის მოწმობა ჩამორთმეული.
იგი ადმინისტრაციული ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ჩვენი ინფორმაციით, მას 250 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.