ადგილობრივი თვითმართველობაში თანამდებობების დასაკავებლად, სავალდებულო კონკურსის ვადამ, 31 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე გადაწია.
ოზურგეთში კონკურსისთვის ციებ-ცხლება ჯერ არ დაწყებულა , მაგრამ "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი, იაკობ დოლიძე, კონკურსში მონაწილეობას აპირებს.
არსებული ინფორმაციით, მას საკრებულოს აპარატის უფროსობა უნდოდა. თავად იაკობ დოლიძე ამ ყველაფერს მორიგ ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ ჯერ კონკურსისთვის მზადება არ დაწყებულა და არც საკრებულოს დაუმტკიცებია საკონკურსო ქულები.
"ჯერ კონკურსი არ გამოცხადებულა. საკონკურსო კომისიას არ მიუღია გადაწყვეტილება რამდენი ქულა იქნება გამსვლელი. საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ორ დღეში უნდა გაიმართოს, საშტატო ნუსხა უნდა დამტკიცდეს და ასევე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც.
არც კონკურსის ჩატარების ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. ერთი შემიძლია გითხრათ, სად მივიღებ მონაწილეობას, რომელ პოზიციაზე, ეს ჩემი გადასაწყვეტია, ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით", _ გვითხრა დოლიძემ.