დღეს დილით, ბრიტანულმა გამოცემამ "The Sun" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ამ გაზეთის კორესპონდენტების მტკიცებით, ინგლისის ეროვნული გუნდისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურ თავდამსხმელ უეინ რუნის ამჟამინდელი კლუბის მიტოვება სურს. შემტევ უეინს კარიერის გაგრძელება კატალონიურ "ბარსელონაში" სურს.
ფეხბურთელს ამჟამინდელი კლუბის მიტოვება გასულ წელსაც სურდა, მაგრამ მაშინ სერ ალექს ფერგიუსონისა და დევიდ მოიესის ავტორიტეტმა იმოქმედა და ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩა.
რამდენიმე საათის წინ გამოცემამ "The Sun" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიდია ალბათობა რუნიმ კარიერა კატალონიურ "ბარსელონაში" გააგრძელოს.
ცნობილი გახდა, რომ "ბარსას" ხელმძღვანელობამ მანჩესტერული გუნდის უფროსობას რუნის სანაცვლოდ 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა.
ჯერჯერობით უცნობია ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობისა და თავად უეინ რუნის რეაქცია "ბარსელონას" ამ შემოთავაზების შესახებ.