დღეს დილით ბრიტანულმა გამოცემამ "Daily Mail" სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილი გახდა, რომ დიდია ალბათობა, მომავალ სეზონში, ლონდონის "არსენალის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ფრანგული "მონაკო" ჩაიბაროს.
ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, 64 წლის ფრანგ ფეხბურთის სპეციალისტს მონაკოს სამთავროდან უკვე დაუკავშირდნენ და ანაზღაურების სახით წელიწადში 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზეს.
ჯერჯერობით უცნობია ვენგერის აზრი ამ შემოთავაზების შესახებ.
"არსენალთან" დაახლოებული ინკოგნიტო პიროვნების მტკიცებით, მომავალი წლის ზაფხულში ბატონი არსენი ქალაქ ლონდონს დატოვებს და სამუშაოდ მონაკოს სამთავროს მიაშურებს.
საინტერესოა, რომ ვენგერი თავის დროზე კლუბ "მონაკოში" 1997-1994 წლებში უკვე მუშაობდა და გუნდი საფრანგეთის პირველობის გამარჯვებული გახადა.








































































