დღეს დილით ესპანურმა გაზეთმა "Marca" საინტერესო და ამავდროულად სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ამ პოპულარულ ბეჭდვით საშუალებას ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ლეო მესის მამა, სენიორ ხორხე მესი ესაუბრა.
ბატონი ხორხეს მტკიცებით, მისი შვილი უახლოეს ორ-სამ წელიწადში „ბარსელონას“ აუცილებლად დაემშვიდობება.
მესიმ კატალონიურ გუნდში მთელი ეპოქა შექმნა და "ბარსელონა" ახალ მწვერვალებზე აიყვანა.
"ლეომ "ბარსელონას" მაისურით პირველად 2003 წელს იასპარეზა. ამ კლუბში უკვე 476 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული და თავის პირად ანგარიშზე 389 გატანილი გოლი მიითვალა.
ლეომ კატალონიელებთან კონტრაქტი 2018 წლამდე კი გააგრძელა, მაგრამ მისი ოცნება მაინც არგენტინაში ასპარეზობაა.
არ გამოვრიცხავ, რომ ორი წლის შემდეგ ჩემი შვილი ისტორიულ სამშობლოს დაუბრუნდება. იმის იმედიც მაქვს, რომ საფეხბურთო კარიერას „ნიუელს ოლდ ბოისის“ კლუბში დაასრულებს." – განაცხადა ბატონმა ხორხე მესიმ.