(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთის ახალი პოლიცმაისტერი ქუთაისელი გივი გიგიძეა. იგი იმერეთის რეგიონში პოლიციის კუთხით სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. _ ჩათვალეთ, რომ ძალიან “დაერხათ” ლანჩხუთელ კრიმინალებს _ ახალი პოლიცმაისტერი ისეთი ძალოვანია, საკუთარ ძმასაც რომ არ დაინდობს. თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია, აქ საუკეთესოდ დაგვამახსოვრა თავი. ძლიერი “ოპერია”. მისგან ქრთამის აღება და საქმის ჩაფარცხვა გამორიცხულია, _ გვითხრეს ჩვენმა ქუთაისელმა კოლეგებმა.