ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი კვერღელიძე, მეოთხე საკითხზე სიტყვით გამოვიდა.
"გურია ნიუსი" წერდა, რომ უკვე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისთვის მზადება დაიწყო, სწორედ ამის შესახებ გააკეთა კომენტარი დიმიტრი კვერღელიძემ.
"ოზურგეთში 141 თანამდებობაზე გამოცხადდება კონკურსი და ამით ვაგრძელებთ ჩვენს დანაპირებებს ჩვენს ამომრჩევლის წინაშე. ყველა ოზურგეთელს ერთხელ და სამუდამო მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს კონკურსში მონაწილეობა და თავიანთი პროფესიით დასაქმდნენ საჯარო სამსახურში. ეს არის აუცილებელი, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ნეპოტიზმი, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ პოლიტიკური ნიშნით ადამიანის განთავისუფლება და დანიშვნა. ოზურგეთში უნდა აღდგეს სამართლიანობა. და რა არის სამართლიანობის აღდგენა, პირველ რიგში არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად, რეალურად აგვყავს თანამშრომელთა რაოდენობა, რაც საქმეს სჭირდება. ამ ორ თვეში შევისწავლეთ საკრებულოს აპარატის, ასევე გამგეობის თანამშრომელთა რაოდენობა და სრულიად საკმარისი საქმის გასაკეთებლად", _ განაცხადა დიმიტრი კვერღელიძემ.
მისივე თქმით, დღეს პარლამენტში შევიდა ცვლილება, რომ საკრებულოებს და მუნიციპალიტეტებს მიეცემა შანსი, გაზარდონ თანამშრომლებთან რაოდენობა.
"ყველას ეძლევა თანაბარი შანსი, რომ მიიღოს კონკურსში მონაწილეობა. სამწუხაროდ აქამდე ვერ ეღირსა ჩვენი მოსახლეობა დეიდაშვილების და ბიძაშვილების გარეშე დანიშნულიყვნენ თანამდებობებზე, ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში", _ თქვა დიმიტრი კვერღელიძემ.