საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლთურად დაუფლების ბრალდებით, მოქალაქეები ანა მაღრაძე, მარინე ნადირაძე და ასევე, ეკონომიკის სამინისტროს, სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების გარდაბნის ტერიტორიული ორგანოს სამმართველოს ყოფილი უფროსი, შოთა დიდებაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ანა მაღრაძე და მარინე ნადირაძე, შოთა დიდებაშვილის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლნენ დიდი ოდენობით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ეგრეთწოდებულ ხეხილსანერგე მეურნეობის (ივერთუბანი) ტერიტორიაზე მდებარე 11.05 ჰექტარ მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო ღირებულება, 1 020 850 ლარს შეადგენს.
ჩადენილი დანაშაულისათვის ანა მაღრაძის და მარინე ნადირაძის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რისთვისაც სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 6 დან 9 წლამდე ვადით, ხოლო შოთა დიდებაშვილის მიმართ სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.