საქართველოს 25 წლის მოქალაქის დაკავებით დასრულდა რბოლა იტალიურ ქალაქ კალაბრია დი რეჯოში რომელიც პოლიციასა და ამ ახლაგაზრდას შორის, ნახევარ საათს მიმდინარეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემები ავრცელებენ.
გამოცემა www.strill.it-ის ცნობით, ახლაგაზრდა მამაკაცმა რკინიგზის ერთერთ სადგურზე, ასაკოვან ქალბატონს ყელზე ძვირფასეულობა ჩამოგლიჯა და გაქცევა სცადა. თუმცა, რკინიგზის პოლიციის თანამშრომლების მიერ დროულად იქნა შემჩნეული.
დაკავების შემდეგ პოლიციამ გაარკვია, რომ ნიკა ავროიანი იტალიაში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს და ქუჩაში ძარცვა სხვა დროსაც განუხორციელებია. სამართალდამცველებმა მას სხვის ძვირფასეულობაც იპოვეს, რომელთა მფლობელის დადგენა ჯერჯერობით არ ხერხდება.
სხვა, 19 წლის ქართველი, რომლის ვინაობას იტალიური მედია არ აკონკრეტებს, იტალიის პოლიციამ ისტორიულ შენობებზე საღებავებით გაკეთებული წარწერების გამო დააკავა. თუმცა, მას ქვეყანაში კანონიერად ყოფნის კანონიერების დამადასტურებელი საბუთები აღმოაჩნდა და მსუბუქი სასჯელით – ჯარიმით დაისჯება.