ამ დღეებში, თუ ვინმეს უმგზავრია ოზურგეთი – სოფელ ჭანიეთი – ბათუმის მიმართულებით, შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ქალაქ ოზურგეთის მიმართულებით სად და როგორ არის დამაგრებული საგზაო ნიშანი "მოძრაობა აკრძალულია 50 კმ.სთ სიჩქარით".
აღნიშნული ნიშნავს, რომ მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია. ნიშნის მიხედვით მძღოლს ეკრძალება ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით მოძრაობა და ის დადგმულია გზის სავალი ნაწილიდან რამდენიმე მეტრში, მიწაში ჩარჭობილი, რომელსაც თავზე გაურკვევლად აწერია 2.კმ.
აღსანიშნავია, რომ ამ ნიშნით პატრული მძღოლებს აჯარიმებს.
"გურია ნიუსი" შპს "გზამშენის 18" დირექტორს თემურ ჯახვას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ საგზაო ნიშნების დაყენებაზე პასუხისმგებელი პირი არის თვითონ.
"კი მე ვარ პასუხისმგებელი, მაგ ადგილას მე დავაყენე ეს საგზაო ნიშანი", – აღნიშნავს ჯახვა.
_ რამდენად არის მიზანშეწონილი საგზაო ნიშანი ასე დაიდგას?
_ რა არის იცით, აქ დაზიანებულია გზები და იყვნენ საგზაო დეპარტამენტიდან ჩამოსულები, ვაჩვენე, შეთანხმებულია. ანასეულის გადასახვევიდან ჭანიეთის ტერიტორიამდე უნდა გავაძლიეროთ ნიშნების დადგმა.
“მოძრაონაბა აკრძალულია 50 კმ.ს. 2 კილომეტრის მანძილზე“ ამას ნიშნავს აღნიშნული ნიშანი, თუმცა შეკვეთას მივცემთ და ახალ ბოძებზე დაიდგმება“.
_ მოქალაქეები, ვერ ხედავენ აღნიშნულ ნიშანს უმეტეს შემთხვევაში, პატრული კი აჯარიმებს..
_ მოქალაქე ნამდვილად უნდა დაემორჩილოს პატრულს, ნიშანი იმიტომ დგას. რამდენია დაჯარიმებული ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.