"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბერს აქციისთვის ემზადება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ეს იქნება მშვიდობიანი აქცია.
"მოგეხსენებათ, რომ ქვეყანას მართავს ტიპიური რუსი ოლიგარქის ივანიშვილის მარიონეტული მთავრობა და ჩვენთვის ყველასთვის დიდი გამოწვევაა ყველამ ერთად მივაწვდინოთ ხმა მსოფლიოს, რომ ჩვენ არასდროს შევეგუებით აფხაზეთის ანექსიას, ჩვენ არასდროს შევეგუებით საქართველოდან მისი ძირძველი ნაწილების ჩამოჭრას და ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავდაცვისუნარიანობის დასუსტებას.
სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია შევუერთდეთ აქციას 15 ნოემბერს და მივაწვდინოთ ხმა საქართველოს და მსოფლიოს, რათა ყველამ დაინახოს ქართული საზოგადოება, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება და ქვეყნის ერთიანობა, არ დაუშვებს მის ხელყოფას", _ გვითხრა პაატა მანჯგალაძემ.