საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას არასდროს უფრენია ისეთი კლასის თვითმფრინავით, როგორითაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იმგზავრა.
"თავს ვერ დავდებ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხარჯები არ იყო, მაგრამ ნამდვილად არ მიცხოვრია ნიუ-იურკში ასეთ ნომრებში, გაეროს ასამბლეაზე 43 კაციანი დელეგაცია არ წამიყვანია და არ მიფრენია ასეთი კლასის თვითმფრინავით. საერთოდ არ ვიცოდი ასეთი თუ არსებობდა.
ჩემი მეუღლე, სანდრა, ყოველთვის ეკონომკლასით მგზავრობდა. მე თვითონ გამოვეცი განკარგულება, რომლითაც სულ ვებრძოდი ჩვენს მინისტრებს, რომ ევროპის შიგნით მაინც ეფრინთ ეკონომკლასით.
უნდა ვთქვა, რომ ეს არაა ადვილად საკონტროლებელი და საამაყო ამ მხირვ ჩვენც არ გვქონდა ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ავღნიშნო, მათ უტიფრად განაცხადეს ეს არისო საქართველოს პრესტიჟი, მართლა უნახავმა რა ნახაო… ეს რომ პრესტიჟია, ამაზე ყველაზე ჩამორჩენილი აფრიკული ქვეყნებიც არ საუბრობენ. საქართველოს პრესტიჟი და რეპუტაცია არის როცა ქვეყანაში კორუფცია არაა, რომელიც დაბრუნდა. რომ ქვეყანაში კრიმინალური სიტუაცია არაა და არა ის, რომ გერმანიამ გამოაცხადა არ ჩახვიდეთო. პრესტიჟი ისაა, აღმშენებლობა რომ გაგრძელდეს".