ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების შემდეგ ხელფასების გაზრდა სურთ ქალაქ ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეებს.
ამ საკითხზე ქალაქ ოზურგეთის საკრებულომ უკვე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
ქვეყანაში არსებულ სოციალური ფონზე ხელფასების ასე მატება საზოგადოებისთვის მიუღებელია. ამ თემაზე ოზურგეთელების აზრი წინა გადაცემაში შემოგთავაზეთ. დღეს კი ჩვენი კორესპონდენტები გიორგი გირკელიძე და ჟანა მეგრელიშვილი დაინტერესდნენ, რომელი დაპირება ახსოვს საზოგადოებას წინასაარჩევნო კამპანიიდან და პირველ რიგში რისი შესრულება უნდათ.
„ნაციონალური მოძრაობა“ აქციებს იწყებს. მზადება გურიაშიც დაიწყეს. ამ თემაზე სასაუბროდ გადაცემაში ნაციონალური მოძრაობის წევრები _ მამუკა ბარამიძე და ოთარ რევიშვილი მოვიწვიეთ.
უყურეთ გადაცემას და გაიგეთ რა პრეტენზიები აქვს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ხელისუფლებასთან, როგორ ემზადებიან აქციისთვის, რომელ პარტიებთან თანამშრომლობაზე ამბობენ უარს "ნაციონალები" და რა პრობლემებს ხედავენ ოზურგეთის მერიაში.
პ.ს. ამ გადაცემაში საუბარი იყო მედიით მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ქალაქ ოზურგეთის მერმა დასუფთავების საკითხებში მრჩეველად ზაურ ქობულაძე დანიშნა. გადაცემა დასრულებული იყო, როცა მერიამ განცხადებაა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: ქალაქ ოზურგეთის მერის მრჩევლად დასუფთავების საკითხებში არავინ დანიშნულა, გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. ზაურ ქობულაძე დაინიშნა კონსულტანტად მერიის დაქვემდებარებაში მყოფ "ა(ა) იპ "დასუფთავების სამსახურში"