საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ზუგდიდში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შენობაში აფეთქება წყლის ავზის გახეთქვამ გამოიწვია.
"ნამდვილად უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. მინდა ვუსამძიმრო მის ოჯახს, გასკდა წყლის ავზი და ამას მოჰყვა კედლის ნგრევა, რომელიც დაეცა ჩვენს თანამშრომელს და იგი გარდაიცვალა", – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღუპული თანამშრომლის ცხედარი ქუთაისში, პროზექტურაშია გადასვენებული.