საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ადმინისტრაციულ შენობაში ამ წუთებში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას, რომელიც სახელმწიფოს მეთაურმა აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოიწვია, უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები და საგანგებოდ მოწვეული პირები ესწრებიან. სხდომაზე იმყოფება უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; ასევე პარლამენტის დეპუტატები ირაკლი სესიაშვილი, თედო ჯაფარიძე და ვიქტორ დოლიძე.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved