ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ ახლო მომავალში დასუფთავების სამსახურს 200 ახალი ბუნკერი და ნაგვის გამტანი ორი მანქანა დაემატება.
აღნიშნული განცხადების ფონზე, სუფსის მაჟორიტარმა თქვა, დამატებით კი ემატება, მაგრამ სუფსა მაინც ნაგავში იხრჩობაო.
საგულისხმოა, რომ ზაფხულში, საკურორტო სეზონის დროს, ნაგვის რამდენიმე ბუნკერი ქალაქის ქუჩებიდან ზღვისპირა ზონაში გადაიტანეს, რასაც მოსახლეობის მხრიდან გულისწყრომა მოჰყვა.