ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მომავალი წლის ზაფხულიდან ცნობილი ფრანგი ფეხბურთის სპეციალისტი, 64 წლის არსენ ვენგერი კლუბ "მონაკოს" ჩაიბარებს.
გუშინ ბრიტანულმა გამოცემამ "The Sun" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
ბატონი არსენი ლონდონის "არსენალში" 1996 წლიდან მუშაობს. 64 წლის "პროფესორი" ამჟამინდელ გუნდს ისე შეეჩვია რომ საპენსიო ასაკამდე ლონდონის დატოვებას თურმე არ აპირებს.
გუშინ ვენგერი გამოცემას "The Sun" ესაუბრა და გამოთქვა იმედი რომ "არსენალთან" კიდევ არაერთი წლის განმავლობაში ითანამშრომლებს.
"ცოტა ხნის წინ კლუბის მეპატრონე სტენ კრონკეს ვესაუბრე და მისი ახალი შემოთავაზება მივიღე. "არსენალის" გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. ლონდონში ბოლო 18 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობ და კლუბის დატოვებას მომავალშიც არ ვაპირებ.
მართალია ფრანგული გუნდიდან სარფიანი შემოთავაზება მივიღე, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს, "არსენალთან" საპენსიო ასაკამდე ვითანამშრომლებდი", – განაცხადა არსენ ვენგერმა.