ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, ძუძუს კიბოთი დაავადებულთათვის სისხლის მარაგის შესაქმნელად, აქცია გაიმართა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებსა და საზოგადოების წევრებს, სისხლის უანგაროდ გაღების შესაძლებლობა მიეცათ.
"ყოველთვის ჩავერთვები მსგავსი ტიპის აქციებში. როდესაც ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდება დახმარება აუცილებლად უნდა ამოვუდგეთ გვერდში", – გვითხრა აქციის მონაწილემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ.
"ეს აქცია საქართველოს მასშტაბით ტარდება და ოზურგეთელებიც ჩავერთვეთ ამ კეთილ საქმეში. მინდა გითხრათ, რომ ამ აქციით იქმნება სისხლის მარაგი და ეს მართლაც, რომ კეთილი საქმეა", – გვითხრა სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, დავით მდინარაძემ.
აქცია ნატალია კვანტალიანის სახელობის საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის ორგანიზებით ჩატარდა.