ორი დღის წინ ფრანგულმა გაზეთმა „Le Figaro” საინტერესო მასალა გაავრცელა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი ამერიკელი მსახიობი, „ორიგინალური ქცევებით“ სახელგანთქმული ლინდსი ლოჰანი თურმე პარიზში იმყოფებოდა. საფრანგეთის დედაქალაქში სტუმრობა მას ნამდვილ „კოშმარად“ გადაექცა.
პარიზის ერთ-ერთი პოპულარული ღამის კლუბის შესასვლელში, 28 წლის მსახიობს თავს ადგილობრივი მწვანეები დაესხნენ. ამერიკელ ქალბატონს საგულდაგულოდ მომზადებული ფქვილის პაკეტები ესროლეს.
ამ თავდასხმის შემდეგ ლინდსი ლოჰანის ძვირფასი ბეწვის მანტო სრულიად განადგურდა.
„განცვიფრებული გახლავართ. ეს ვითომდაც „აქტივისტები“ ამბობდნენ, რომ ცხოველები უყვართ, მაგრამ სამაგიეროდ ისინი ადამიანებს ვერ იტანენ”, – დაწერა თავის ინტერნეტ-გვერდზე მეორე დღეს ლინდსი ლოჰანმა.
რასაკვირველია ეს ჩანაწერი მოგვიანებით ზემოთმოხსენებულმა გაზეთმა თავის გვერდებზე გამოიტანა.