"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ გიგა ბოკერიას თქმით, სახეზეა, რომ კოალიცია იშლება.
"ყველასთვის ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა სერიოზულ კრიზისში შეიყვანა. ეს პროცესი დიდი ხანია მოდის, დღეს კი თვალნათელი გამოხატულება ჰპოვა. სახეზეა, რომ კოალიცია იშლება.
ბიუჯეტი გარღვეულია, 2 მინისტრი მთავრობაში არაა, კრიმინალი მომატებულია, არ არსებობს პოლიტიკა, ესაა კრიზისი და ჩვენი ქვეყნისთვის საშიში მდგომარეობა.
როცა წყდება ბედი იმისა, მოვხვდებით თუ არა კიდევ ერთ თავისუფალი სამყაროს გაფართოებაში, ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკური დევნაზე, რომელიც საკუთარი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მიმდინარეობს".