"ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი", – ეს განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილს ეკუთვნის. ირაკლი ალასანიას თანაგუნდელმა ეს განცხადება ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გააკეთა.
პეტრიაშვილის ამ განცხადებაზე შეფასება გააკეთა ირაკლი ალასანიამაც:
_ ეს, ალბათ, უფრო იუმორით ნათქვამია, თუმცა, დიქტატურის საფრთხე ნამდვილად იგრძნობა, _ აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.