ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში დიდთოვლობაა. სოფელ ზოტში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა, რის გამოც სოფელს ორი დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ზოტელებს გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე შეხვდნენ.