მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. აღნიშნულ პოსტზე მინდია ჯანელიძის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
კანონი საქართველოს თავდაცვის შესახებ განსაზღვრავს, რომ თავდაცვის მინისტრს, მოქმედი სამხედრო სტატუსი არ უნდა ჰქონდეს.
"გურია ნიუსი" შეეცადა გაერკვია აქვს თუ არა მინდია ჯანელიძეს მოქმედი სამხედრო სტატუსი.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მას აქვს პოლკოვნიკის წოდება, თუმცა ეს თადარიგის წოდებაა და არა მოქმედი სამხედრო სტატუსი.
ცნობისთვის, პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა თავდაცვის უკვე ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიასაც, თუმცა ამ შემთხვევაშიც იგი თადარიგის წოდებას წარმოადგენდა.