https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

    ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა მოხდა

    რუსეთმა დონეცკის ოლქი დაბომბა

    ირანში აშშ-ს საელჩოზე შტურმი სცადეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დისკუსია თემაზე: “გუბერნიის ახალი ადმინისტრაციული შენობა”.

13:11; 5.11.2014
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ორშაბათს, 3 ნოემბერს, 13:00 საათზე, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: "გუბერნიის ახალი ადმინისტრაციული შენობა".

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო, ასევე, ქალაქ ოზურგეთის მერია და საკრებულო ერთ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება ახალი შენობის აშენება კულტურისა და დასვენების პარკში, რომელიც , ოფიციალური ინფორმაციით, 1600 კვმ ფართობზე უნდა განთავსდეს.

კულტურისა და დასვენების პარკი ქალაქის ერთ-ერთი უძველესი რეკრეაციული ზონაა, რომელიც 1930-იან წლებში გაშენდა და მასში მრავალწლიანი ნარგავებია დაცული. ამჟამად, პარკი ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ერთადერთი ბავშვთა გასართობი ადგილია.
დისკუსიას, რომლის მიზანი ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის საჭიროების განსაზღვრა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, პარკის ტერიტორიაზე მისი განთავსების მიზანშეწონილობაა, სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი დაესწრო.

დისკუსიის მომხსენებლები გახლდათ:

• ლევან მგელაძე, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრი;

• თამაზ ტრაპაიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი;

• მამუკა მახარაძე, ქალაქ ოზურგეთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების და მშენებლობის სამსახურის უფროსი.

ლევან მგელაძე: "ძალიან კარგია ახალი ობიექტის გახსნა, მაგრამ იგი არ უნდა მოხდეს რაიმეს დაზიანებისა და გაფუჭების ხარჯზე. ჩვენთვის ეს პარკი ისტორიაა, თუნდაც, ერთი ხის მოჭრა დიდი დანაშაული იქნებოდა. რაც შეეხება ადმინისტრაციული შენობის აშენებას, მიმაჩნია, რომ სამხარეო ადმინისტრაცია უნდა დარჩეს ძველ შენობაში, რადგან აღნიშნულ ორგანიზაციას ნამდვილად ეყოფა დაკავებული ფართი".

მამუკა მახარაძე: "აქ შეკრებილთ ერთი გულისტკივილი გვაქვს, თავს მოვალედ ვთვლი გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება აღნიშნული საკითხის მიმართ. მიმაჩნია, რომ ადმინისტრაციული შენობა ქალაქის ცენტრში უნდა იდგას, თუმცა, ეს უფლებას არ გვაძლევს ამისთვის რეკრეაციული ზონა გამოვიყენოთ. თუ ნამდვილად არსებობს ახალი შენობის აშენების საჭიროება, ამისათვის ალტერნატიული ტერიტორია უნდა მოიძებნოს".

თამაზ ტრაპაიძე: "ჩემი აზრით, გუბერნიის ახალი შენობის აშენება პრობლემა არ არის, მთავარია არ მოხდეს რეკრეაციული ზონის შემცირების ხარჯზე, ბავშვების გასართობი არამცთუ უნდა შევამციროთ, არამედ ფუნქციური დატვირთვა მივცეთ მას, გავალამაზოთ და გავამრავალფეროვნოთ".

მომხსენებელთა გამოსვლის შემდეგ აზრი დამსწრე საზოგადოებამაც გამოთქვა, რომელთა შორის, გახლდათ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე:

"არ მგონია, რომელიმე სამინისტრომ მიიღოს გადაწყვეტილება, ისე რომ არ დაეკითხოს ადგილობრივ ხელისუფლებას. ოზურგეთმა, როგორც ახლადშექმნილმა თვითმმართველმა ქალაქმა, უნდა იგრძნოს უკეთესობა, წინსვლა და არ უნდა გაუჩნდეს შეგრძნება, რომ არავინ არაფერს ეკითხება. არ მეგულება ოზურგეთში ადამიანი, ვინც მხარს დაუჭერს იმ აზრს, რომ კულტურის პარკი გაიჩეხოს და იქ ადმინისტრაციული შენობა ჩაიდგას. მადლობა, პირველ ყოვლისა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს და ყველა აქ დამსწრე საზოგადოებას. ამ ქალაქში არცერთი მნიშვნელოვანი პროექტი არ განხორციელდება საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე. რაც შეეხება ქალაქის მერიის შენობასთან დაკავშირებულ საკითხს, ორი თვის მანძილზე მიმდინარეობდა საუბარი იმის თაობაზე, რომ განთავსებულიყო ყოფილი სასტუმრო "გურია"-ს შენობაში. ეს საკითხი არ არის დღის წესრიგიდან მოხსნილი, მაგრამ არ ვიცი რატომ შეჩერდა. დანაშაული არ არის რაც ხდება? 23 ადამიანი ზის ერთ ოთახში უსაშველოდ გადატვირთული საქმიანობის პირობებში".

გოჩა ძიმისტარაშვილი: "ეს არის თავს მოხვეული პროექტი, რომელიც არც კი ყოფილა შეთანხმებული ადგილობრივ ხელისუფლებასთან. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ აღნიშნული შენობა პარკის ტერიტორიაზე აშენდეს".

ვასილ ჩიგოგიძე: " ცოტა შოკირებული ვარ და გაკვირვებული, წარმოუდგენელია რაც მესმის, ყველაფერი კარგია რაც ოზურგეთს დაამშვენებს, მაგრამ… პარკს ვერავინ წაიღებს, ეს არის ოზურგეთელი ბავშვების, ჩვენი ხვალინდელი დღეა. არ ვართ წინააღმდეგი გუბერნიის შენობის აშენებისა, მაგრამ სად, როგორ შეიძლება?!"

ეთერ ქადეიშვილი: " ამ ხეების დარგვაში მეორე საშუალო სკოლის მოსწავლეები ვმონაწილეობდით და გული მტკივა, რომ შეიძლება ერთი ხე მაინც მოიჭრას, მარტო მოქალაქეებს ნუ მოგვანდობთ ამ საკითხის გადაჭრას, არცთუ ისე შორეულ წარსულში სასაცილოდ გახადეს ეს ქალაქი და არცერთ მოქალაქეს არ გამოუხატავს ღიად აზრი".

თამაზ ლომჯარია: " მიხარია, ვხედავ საზოგადოების მზაობას და მობილიზებას იმისათვის, რომ სწორი ნაბიჯი გადაიდგას, საზოგადოება დგას თავის სიმაღლეზე".

კახა ვასაძე: "არ შეიძლება! თუ ვინმეს შენობა უნდა აუშენდეს, პირველ ყოვლისა, ქალაქის მერიასა და საკრებულოს. საღი აზრის გვერდით უნდა დავდგეთ".

ირინა კოპალეიშვილი: "ძალიან არასერიოზულად ვუყურებ აღნიშნულ საკითხს, ვის ტვინში მომწიფდა ეს იდეა, თუ ვინმე არის ვიწროდ და თუ ვინმეს არ აქვს წესიერი პირობები სამუშაოდ, პირველ რიგში, ქალაქის მერიასა და საკრებულოს".

ლადო ვადაჭკორია: "სჭირდება კი ოზურგეთს დამატებით ერთი ადმინისტრაციული შენობა? თუ სჭირდება, პირველ რიგში, ქალაქის მერიას. აბსურდია იმაზე საუბარი, რომ შენობა პარკში აშენდეს. მაშინ როცა "ქამრის შემოჭერაზე" აკეთებ განცხადებას, არ უნდა საუბრობდე ცალკე შენობის აგებაზე, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული".

ავთანდილ თავართქილაძე: "სასიამოვნო ფაქტია ჩვენი აქ შეკრება. შეურაცხყოფა მაინდამაინც პირადს არ ნიშნავს, ეს მართლაც შეურაცხყოფაა. წინა პერიოდში ასე იყო, გვამსჯელებდნენ, საბოლოოდ კი არავინ ითვალისწინებდა ჩვენს აზრს".

ნათია ვაშალომიძე: "რატომ არ განვიხილავთ თემთა გაერთიანების ადმინისტრაციის გატანას ქალაქის გარეთ?"
ირინა გოგოუაძე: " ვიფიქრე, რომ უკან ვბრუნდებოდით, რისთვის ვიბრძოლეთ? ვინ არის არქიტექტორი ამ უსახური შენობისა".
თამარ ღლონტი: " განვმეორდები, მაგრამ მაინც მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები გუბერნიისათვის ცალკე შენობის აშენებას და მითუმეტეს პარკის ტერიტორიაზე. ქალაქის სახეს ქალაქის მერია წარმოადგენს, ამიტომაც, თუ საუბარია იმაზე რომ აშენდეს კიდევ ერთი ადმინისტრაციული შენობა, უნდა აშენდეს ქალაქის მერიისთვის".

ნინო კვაჭანტირაძე: "მე მჭირდება ეს პარკი, ჩვენს შვილებს სჭირდება, არ აქვს მნიშვნებლობა ეს პროექტია, მაკეტი თუ სხვა რამ. არ უნდა მომწიფებულიყო მსგავსი აზრი".

გოჩა მგელაძე: " ჩვენ ყველას გული შეგტკივა ჩვენს ქალაქზე, ამიტომაც შევიკრიბეთ დღეს ერთად. ძალიან ბევრი ალტერნატივაა იმისა, რომ გუბერნია 28 თანამშრომლით განთავსდეს, პირველ რიგში ქალაქს უნდა ჰქონდეს თავისი შენობა".

ჯაბა ჭეიშვილი: "არ უნდა დაიდგას ეს შენობა ქალაქის პარკში. მე მაქვს ბახმაროს ნაძვის ნერგები, რომელსაც უსასყიდლოდ გადავცემ ქალაქს და დავრგოთ პარკში".

მამუკა გოგოუაძე: "არ არსებობს ამ თემაზე განსხვავებული აზრი, ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მიხარია, რომ ოზურგეთლები ვართ, მიხარია, რომ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ".

გოჩა გორდელაძე: "იყო პროტესტები, გამოსვლები, მაგრამ უსახური შენობები მაინც შენდებოდა. არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა მოვეშვათ. აქტიურად უნდა ჩავერთოთ საზოგადოებრივ პროცესებში".

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა გრიგოლ მახარაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ჩხაიძემ დისკუსიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ასევე უარი თქვა ადმინისტრაციიდან წარმომადგენლის გამოგზავნაზე.

შეხვედრის დასასრულს, მომხსენებელთა მიერ ხაზი გაესვა მიწათსარგებლობის დოკუმენტაციის სასწრაფოდ მიღების აუცილებლობას, რომელიც განსაზღვრავს როგორ განაშენიანდეს ქალაქი. ამასთან აღინიშნა, რომ დიდი ძალაა, როცა საზოგადოება და თვითმმართველი ქალაქის ხელმძღვანელობა ერთ აზრზეა, ამას წინ ვერაფერი აღუდგება.

(R)

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1 მარტი, 2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1 მარტი, 2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1 მარტი, 2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1 მარტი, 2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1 მარტი, 2026

ჯანელიძე: "შეიარაღებული ძალების განვითარების კურსი რჩება უცვლელი"

დატოვებენ თუ არა "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციას, ცნობილი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება

ყველა სიახლე

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

22:21; 1.03.2026
პოლიტიკა

რის შესახებ ესაუბრა ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს

22:13; 1.03.2026
საზოგადოება

სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე სხვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სადაც ცხოვრობთ – იურისტის განმარტება

18:31; 1.03.2026
პოლიტიკა

განიხილავს თუ არა “გახარია საქართველოსთვის” ოპოზიციასთან გაერთიანებას – რას ამბობს ტატა ხვედელიანი

18:16; 1.03.2026
პოლიტიკა

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

17:14; 1.03.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ვიდეო ადგილიდან

16:39; 1.03.2026
სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1.03.2026
საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში? – პროგნოზი უახლოესი დღეებისთვის

16:22; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა

16:00; 1.03.2026
საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

15:21; 1.03.2026
საზოგადოება

სამხრეთ საქართველო და გაზაფხული:  „1 მარტს თოვლის ნაბდით დახვდა“

15:03; 1.03.2026
მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

14:57; 1.03.2026
მსოფლიო

ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

14:49; 1.03.2026
საზოგადოება

კლდოვანი მასა ჩამოვიდა – აკრძალულია მოძრაობა

14:22; 1.03.2026
საზოგადოება

საბურთალოზე კედელი ჩამოიშალა

14:19; 1.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო