"საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი არის ნამდვილად ჩვენი ხალხის არჩევანი და ერთი პატარა ჯგუფუკა, რაც არ უნდა გავლენიანი უწყების იყოს, მას ვერაფერს დააკლებს! და ვერც ვერავინ ვერ დააკლებს! ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები ამ კურსის სადარაჯოზე ვიქნებით" _ ეს განცხადება ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ფეისბუქში გაავრცელა.
" 1 _ დიდი მადლობა ყველას თანადგომის და მხარდაჭერისთვის. ჩემი ქმედება და ნაბიჯები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რა სითბოც მივიღე გუშინდელი განცხადების შემდეგ!
2 _ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს და თანამებრძოლებს, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ დღე და ღამ, რომ დამდგარიყო ის შედეგი საგარეო-პოლიტიკური და სამხედრო-პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებებით!
3 _ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი არის ნამდვილად ჩვენი ხალხის არჩევანი და ერთი პატარა ჯგუფუკა, რაც არ უნდა გავლენიანი უწყების იყოს, მას ვერაფერს დააკლებს! და ვერც ვერავინ ვერ დააკლებს! ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები ამ კურსის სადარაჯოზე ვიქნებით და ძალიან ძვირად დავუჯენთ ყველას, ვინც შეეცდება ამ კურსიდან გადახვევას!" _ წერს პერტიაშვილი.