ირაკლი ალასანიას მოადგილეები _ ირაკლი გეგეჭკორი, – ალექსი ბატიაშვილი, ვაკო ავალიანი, მიხეილ დარჩიაშვილი და თამარ ქაროსანიძე პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
"საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს", – ნათქვამია პრემიერის ბრძანებულებაში, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.