"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა.
"მე არაერთხელ მითქვამს, რომ ის მოდელი, რომელიც რესპუბლიკელებმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავს მოახვია ქვეყანას, სახელმწიფოს შეუქმნიდა სერიოზულ კრიზისს და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კრიზისი სახეზეა. მთავრობა არის ურთულეს ვითარებაში და მე ძალიან მაშფოთებს ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ალასანიას, "ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა გადამდგარი მინისტრების მხრიდან. ახლა ერთხმად იმის ძახილი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად 15 ნოემბრის წინ, რომ თურმე ერთ კონკრეტულ სამინისტროში გამოძიების დაწყებამ ევროპულ და დასავლურ კურსს შეუქმნა საფრთხე, ძალიან ჰგავს მაიდნის სცენარის მომზადებას, რისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდი ხანია მუშაობს და რაზეც მე ფავრთხილებდი ხელისუიფლებას. ქვეყანა დგას უმძიმესი საფრთხეების წინაშე. თუ ხელისუფლებამ ახლა ვერ შეძლო ამ კრიზისის განმუხტვა და თუ არ გადადგა მწვავე და სერიოზული ნაბიჯები, ჩვენ შეიძლება ქვეყანაში უმძიმესი დაპირისპირების მოწმენი გავხდეთ.
დიდი საფრთხეა განახლებული "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნებისა და ეს გუშინ რესპუბლიკელების და ალასანიას განცხადებებმა ძალიან ნათლად დაგვანახა", _ განაცხადა ბურჯანაძემ.